დავინტერესდი, სჩვევია თუ არა დაუპატიჟებლად ჩანგალზე აქეთ-იქით სირბილი

დავინტერესდი, სჩვევია თუ არა დაუპატიჟებლად ჩანგალზე აქეთ-იქით სირბილი

 

თუ დააკვირდებით რა პანელზე მოვიდა, იმასაც მიხვდებით და ყველა უცხოელმა ჟურნალისტმა ისე გაიგო, როგორ იყო დროში ორკესტრირებული მისი მოსვლა,- ამის შესახებ  „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, „პატრიოტთა ალიანსმა“ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ დებოშისთვის, პანელის დასაშლელად მივიდნენ.

„ჩემთან დაპირისპირებას რაც შეეხება, მე უბრალოდ ვკითხე, იყო თუ არა დაპატიჟებული და მერე დავინტერესდი, ზოგადად სჩვევია თუ არა დაუპატიჟებლად ჩანგალზე აქეთ-იქით სირბილი და დებოშების მოწყობა, მითხრა რომ კი, სჩვევია. ბოკერიას უნდა გავცე პასუხიო, ავუხსენი რომ ბოკერიას პარლამენტში ყოველ დღე ხვდება და არ არის აუცილებელი ეუზრდელოს სტუმრებს.  ფაქტობრივად, ილუსტირერება მოახდინა, ვინ არიან და რა არიან ამ ხალხის თვალში.

სტუმრები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, ცოტა აღელდნენ, თუმცა ყველაფერში გაერკვნენ.

განსხვავებით სხვა ძალისა, ესენი პირდაპირ რუსეთში აბარებენ ანგარიშს“, - აცხადებს ჟურნალისტი.

დღეს, საერთაშორისო კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

 

 

სოციალისტი ღმერთო დაიფარე საქართველო ამ ალქაჯისაგან!
4 წლის უკან
amo მაკეინისა და სააკაშვილის ნაშიერების (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის ჩათვლით) საერთაშორისო კონფერენცია, ცოტა ხმამაღალად ნათქვამი ხომ არ არის? რა განიხილეთ და რა დაადგინეთ? დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის სასიკეთო არაფერი. თამარ ჩერგოლეიშვილი, როგორც ყოველთვის, არაობიექტური, თავხედი.
4 წლის უკან
trampi ნაცი ნებისმიერ არანაცს განიხილავს ქოცად-თუნდაც იცოდეს რომ ქოცი არ არის... - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჯანჯღავა.

ნაცი ნებისმიერ არანაცს განიხილავს ქოცად-თუნდაც იცოდეს რომ ქოცი არ არის... მას აღიზიანებს შენი ღირსეული ქცევა, სიდინჯე, რაციონალური აზროვნება, შორსმხედველობა, ტაქტი, ზრდილობა, მსჯელობის აკადემიური სტილი და უკვირს აქამდე "პუტინის მონა" როგორ არ ჩაგაძაღლა ვინმემ.

ნაცმა თავისი ბოროტული ნარატივის გამო დაკარგა გულწრფელი ღიმილის უნარი. უხეშია, უზრდელობს, ახასიათებს ტრაფარეტული სიტყვების რახარუხი. მიდის ყველაფერზე რათა ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. მან დაკარგა უნარი იყოს მეგობარი მისგან განსხვავებული შეხედულების ადამიანის. შეურაცხყოფს არანაც ნათესავებს, მეგობრებს... მას არ აინტერესებს შენი აზრის ბოლომდე მოსმენა, მისთვის აპრიორია თუ მიშას აკრიტიკებ მაშინ რუსეთის უკანალში მძრომელი ხარ. მისგან დანდობას არ ელოდე, ზურგში აუცილებლად ჩაგცემს ხანჯალს, თუნდაც შენ კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ. მასში ბუდობს პავლიკ მოროზოვი, ის მზადაა გაგანადგუროს თუ ამას უბრძანებს ცნობილი და მთავარი ქინძი.

ისინი როგორც მათი მთავარი ქინძი მშიშრები არიან, სამხედრო თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე, როგორც მთავარი ქინძი,ცხვირით ხნავენ მიწას.

რატომ და როგორ მოახერხა სააკაშვილმა საკმაო რაოდენობის ხალხი ექცია ზომბად... ვინ არიან ესენი... გაბოროტებული, კომპლექსიანი პრიმიტივები, თუმცა მათ შორისაც არიან განათლებული ადამიანები.

ადამიანები რომელთაც სიცოცხლეს ურჩევნიათ დაამცირონ მეორე ადამიანი. ბოროტი სული ვისაც ძლებს ადვილად ხვდებიან მიშას ბადეში. ისინი ამართლებენ ნებისმიერ გარყვნილებას, ღვთის გმობას ოღონდ თავისი ნარატივის ევროპული ფასეულობების ერთგულად მოაჩვენონ თავი საზოგადეობას. ნაცები არიან ფლიდი და ყალბი ადამიანები. ვითომ ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვიან და მათ გვერდს უმშვენებენ პატრიკეევ, ბეპაევ, ბალტინის პოლიტიკური ნაბიჭვრები.

ნაცი ბუნებით მოღალატეა, არ ენდოთ მათ.

თუ ვინმემ თავისი თავი ამოიცნო, მე რა შუაში ვარ

p.S. არიან ადამიანები რომლებიც თავიდან არ აღიარებენ რომ ნაცია, სინამდვილეში ნაცია კუბში. ბოლოს მაინც ტყდებიან რომ უყვართ მიშა.. ასეთები უფრო საშიშია...





სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ლეჟავა „ნაცების“ და „ქოცების“ მოკლე დახასიათებას შემდეგნაირად აღწერს:

„ნაცები“ ქართულ სინამდვილეში არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ არა ბუნებრივი შერჩევის და გადარჩევის გზით, (ისე, როგორც ამას სახეობის განვითარების დიალექტიკა მოითხოვს) არამედ გარედან ზემოქმედების და ექსპერიმენტის გზით! მათში ჩაიდო ის რეფლექსიები და მოტივაციები, რაც ექსპერიმენტატორს სურდა! თავის დაღწევა ამ ხელოვნურად შექმნილი დაჯგუფებიდან შეუძლებელია, უფრო მეტიც, მათ უჩნდებათ გამრავლების და გარკვეული ტიპის ადამიანების მიზიდვის უნარი! ეს დამუხტული ერთობლიობაა, რომელიც ძალზე საშიში ხდება სამოქალაქო საზოგადოებისათვის! მათი მოვლინება ხელისუფლებაში არის დიდი ხიფათის მომასწავებელი ერისათვის! მათი ხელოვნური გზით ჩასახვა ერის წიაღში გლობალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა!

„ქოცები“ - მათ მიერ შექმნილი დამამცირებელი სახელი ანუ „კლიჩკაა“ იმ ადამიანებისთვის, ვინც შინაგანად უფრო მდგრადი აღმოჩნდა მათი იდეების გაზიარების მიმართ! ანუ, სინამდვილეში ე.წ. „ქოცები“ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ, ანტიდოტის როლს ასრულებენ ერის „განაცების“ პროცესში, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას აქვს გადარჩენის შანსი ანუ იმუნიტეტი“! - წერს ფეისბუკზე ნანა ლეჟავა.
4 წლის უკან