პაატა ზაქარეიშვილი:   რასმუსენის მოსაზრებას ვეთანხმები - დიახ, დისკუსები უნდა დავიწყოთ, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო-ში

პაატა ზაქარეიშვილი: რასმუსენის მოსაზრებას ვეთანხმები - დიახ, დისკუსები უნდა დავიწყოთ, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო-ში

 

თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, მაშინ ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც, - ეს განცხადება კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

ზაქარეიშვილი ეთანხმება ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, რომ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში დისკუსია უნდა დაიწყოს.

„თუ რასმუსენმა მეხუთე პუნქტი ახსენა, მაშინ ვეთანხმები მის მოსაზრებას. დიახ, დისკუსები უნდა დაიწყოს. დისკუსიები უნდა დავიწყოთ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო-ში. თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, კარგიც კი არის. ამ შემთხვევაში ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვითხოვთ ალიანსისგან შეიარაღებულ მხარდაჭერას, მხოლოდ მშვიდობიანი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ რასმუსენმა ახსენა მეხუთე პუნქტი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვღებულობთ, მაგრამ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ - ეს ჩემთვის მისაღები პოზიციაა. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება უნდა მივიდეს კონსენსუსამდე, გვინდა თუ არა ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება ისე, რომ მეხუთე პუნქტი არ შეეხოს აფხაზეთსა და ცხინვალს და უკვე ნატო-ში გაწევრიანებულმა საქართველომ განაგრძოს მუშაობა გაერთიანებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთებისთვის. მთავარია ეჭვ ქვეშ არ დადგეს შერიგების საკითხი და დიალოგი არ შეწყდეს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

amo აბა ვიჯდეთ ასე პუტინის წასვლამდე? ან წავა რო?
4 წლის უკან