თინა ხიდაშელი:   მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე ნატოში შესვლა არის ერთადერთი გზა

თინა ხიდაშელი: მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე ნატოში შესვლა არის ერთადერთი გზა

მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე ნატოში შესვლა არის ერთადერთი გზა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, არასოდეს არავის უთქვამს, რომ საქართველო ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე უნდა შევიდეს.

„ეს არის არასწორი, შესაძლოა შეგნებულად მახინჯი ინტერპრეტაცია იმის რასაც ჩვენი მეგობრები ამბობენ.

საქართველოს ნატოში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრველების გარეშე დღეს არის ერთადერთი პრაგმატული გზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

არავის არასოდეს არ უთქვამს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის გარეშე. კიდევ ერთხელ არავის, არასოდეს!

- იმისათვის რომ დავიცვათ ჩცენი ქვეყანა ნატოში წევრობა არის ერთადერთი გამოსავალი!

- იმისათვის რომ აღვადგინოთ ერთიანი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ნატო და ევროკავშირი არის ერთადერთი სწორი პასუხი!“ - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უნდა განიხილებოდეს, მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმით ნატოში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას.

 

 

amo ყოჩაღ, თინა! ეგრე რა!
4 წლის უკან