რასმუსენის ინიციატივა: განიხილება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე

ნატოს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით.

„ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა.

ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე ნატოს შიგნით, ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია - როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატო-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას", - განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი იყო გერმანიის შემთხვევაში.

„ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს ნატოს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატოში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

რასმუსენის ინიციატივა - განიხილება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე

trampi დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო
გასაწყვეტი როგორც იქნა გაწყდა....... სათქმელი პირდაპირ გვითხრეს, უკვე ამდენი ასპირანტობა აღარ გამოდიოდა, ...
.. ...თან გვაბოლებენ--- გერმანიაც ასე იყო,.......მაგრამ მერე ტერიტორები მაინც დაუბრუნდაო. თქვენც მომავალში დაგიბრუნდებათ, ოღონდ რუსებთან თქვენ თვითონ მოილაპარაკეთო...
ანუ ჩვენ აგვცდეს და თქვენ სარიც გითხრიათო....
ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, რომ დიდი ხანია ორივე მხრიდან სარსა გვთხრიან?/ პლიუს ამ ნაცების დახმარებით ამ სარს გვიახლებენ და გვიახლებენ ..
თან ცალი ყბით გვეუბნებიან რუსებს თვითონ მოელაპარაკოთო და თან კიდევ მეორე მხრიდან, ნაცების პირით გვეუბნებიან(შიგადაშიგ თვითონაც) --- მაინც არაფერი გამოვა, მათთან დალაპარაკებას აზრი არაა ააქვსო....თუ დაელაპარაკე კრემლის აგენტი ხააარო......
ბიჯოოო............................. გერმანიას რომ გდრ- დაუბრუნდა იმიტომ დაუბრუნდა რომ, მართალია ვინუჟდენზე, მაგრამ გდრ გერმანიას თავად რუსებმა დაუბრუნეს... ..რო არ დაებრუნებინა, რა,.. რუსებს გდრ-ს წაართმევდნენ??...თუ ეგენი რუსეთისთვიის რამის წართმევები არიან. მაშინ ჩვენი გულისთვისაც წაართვან რუსებს აფხაზეთი და სამაჩაბლო...
ვერააააა?/
ხოოოოოო...........................
ეს ისეა ვოდევილებში ელენე ყიფშიძის და ვასო გოძიაშვისლის სცენა როა --- მერე მე არაფერი მომივაააო, ვასო რომ ეუბნება საყვარელ ქალს....
მოკლედ ამათ ჩვენ უბრალოდ რუსის ტრაკში აქტიურ ეკლად ვჭირდებით და კიდევ.....ავღანეთ, აზია--აფრიკაში საზარბაზნე ხორცად
ეგააა სუ ჩვენი დანიშნულება მაგათთვის ......
მეორეცააა და ................როგორც კი ეგენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მიგვიღებენ ნატოში, რუსი ოსეთს ეგრევე ოფიციალურად გადაიფორმებს-მიიერთებს...(100%)
თან ეს ყველამაც იცის და ყველაც ხვდება, რომ რუსი ეგრე იზამს..მაგრამ გრანტის გულისთვის მაინც ატრაკებენ
თუ არადა ნახავთ
იძახონ მერე პუტინ ოკუპანტ, ოკუპანტიო...(აღმოაჩინონ ახალი ამერიკა)....თან შიგა და შიგ შიშველი ტრაკებიც მიუშვირონ, ეგებ ესე მაინც გვეშველოს .....

ან არადა პუტინს ფიცი უნდა დაადებინონ რომ ......... არა დედას გეფიცებით, მასე არ ვიზამ სამაჩაბლოს არ გადავიფორმებო...
კი ბატონო მერე ნატოში კი არა, თუ საჭიროა მოზამბიკსაც შევუერთდეთ
4 წლის უკან