რასმუსენის განცხადება ნიშნავს, რომ ნატო მზად არის ალიანსში მიგვიღოს, თუმცა რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავა

რასმუსენის განცხადება ნიშნავს, რომ ნატო მზად არის ალიანსში მიგვიღოს, თუმცა რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავა

მე ვფიქრობ, რომ რასმუსენის განცხადება მისი ინიციატივა არ იყო, გაახმოვანებინეს, უკეთეს შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, - ასე აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და ნატო-ს მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

არეშიძე მიიჩნევს, რომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ნატო-ში მიგვიღონ, თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების გამო, არ წავლენ.

„ნატო-ს ყოფილი გენეალური მდივნის ეს განცხადება თავისთავად ძალიან საინტერესო განცხადებაა. დაფიქრება ნამდვილად ღირს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს ამ თემაზე. ეს განცხადება გაეკეთებინა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს უკეთესი იქნებოდა, ბუნებრივია, მაგრამ მაინც საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მისი ინიციატივა არ არის, ეს გაახმოვანებინეს, სთხოვეს. უკეთეს შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიგიღებთ ნატო-ში, ოღონდ რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წვალთ, რუსეთთან სადაო არის ოკუპირებული ტერიტორიები და ის ჩვენთვის არის მაინც თქვენი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევალთ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

 

amo უნდა დავთანხმდეთ!
5 წლის უკან
trampi დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო
გასაწყვეტი როგორც იქნა გაწყდა....... სათქმელი პირდაპირ გვითხრეს, უკვე ამდენი ასპირანტობა აღარ გამოდიოდა, ...
.. ...თან გვაბოლებენ--- გერმანიაც ასე იყო,.......მაგრამ მერე ტერიტორები მაინც დაუბრუნდაო. თქვენც მომავალში დაგიბრუნდებათ, ოღონდ რუსებთან თქვენ თვითონ მოილაპარაკეთო...
ანუ ჩვენ აგვცდეს და თქვენ სარიც გითხრიათო....
ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, რომ დიდი ხანია ორივე მხრიდან სარსა გვთხრიან?/ პლიუს ამ ნაცების დახმარებით ამ სარს გვიახლებენ და გვიახლებენ ..
თან ცალი ყბით გვეუბნებიან რუსებს თვითონ მოელაპარაკოთო და თან კიდევ მეორე მხრიდან, ნაცების პირით გვეუბნებიან(შიგადაშიგ თვითონაც) --- მაინც არაფერი გამოვა, მათთან დალაპარაკებას აზრი არაა ააქვსო....თუ დაელაპარაკე კრემლის აგენტი ხააარო......
ბიჯოოო............................. გერმანიას რომ გდრ- დაუბრუნდა იმიტომ დაუბრუნდა რომ, მართალია ვინუჟდენზე, მაგრამ გდრ გერმანიას თავად რუსებმა დაუბრუნეს... ..რო არ დაებრუნებინა, რა,.. რუსებს გდრ-ს წაართმევდნენ??...თუ ეგენი რუსეთისთვიის რამის წართმევები არიან. მაშინ ჩვენი გულისთვისაც წაართვან რუსებს აფხაზეთი და სამაჩაბლო...
ვერააააა?/
ხოოოოოო...........................
ეს ისეა ვოდევილებში ელენე ყიფშიძის და ვასო გოძიაშვისლის სცენა როა --- მერე მე არაფერი მომივაააო, ვასო რომ ეუბნება საყვარელ ქალს....
მოკლედ ამათ ჩვენ უბრალოდ რუსის ტრაკში აქტიურ ეკლად ვჭირდებით და კიდევ.....ავღანეთ, აზია--აფრიკაში საზარბაზნე ხორცად
ეგააა სუ ჩვენი დანიშნულება მაგათთვის ......
მეორეცააა და ................როგორც კი ეგენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე მიგვიღებენ ნატოში, რუსი ოსეთს ეგრევე ოფიციალურად გადაიფორმებს-მიიერთებს...(100%)
თან ეს ყველამაც იცის და ყველაც ხვდება, რომ რუსი ეგრე იზამს..მაგრამ გრანტის გულისთვის მაინც ატრაკებენ
თუ არადა ნახავთ
იძახონ მერე პუტინ ოკუპანტ, ოკუპანტიო...(აღმოაჩინონ ახალი ამერიკა)....თან შიგა და შიგ შიშველი ტრაკებიც მიუშვირონ, ეგებ ესე მაინც გვეშველოს .....

ან არადა პუტინს ფიცი უნდა დაადებინონ რომ ......... არა დედას გეფიცებით, მასე არ ვიზამ სამაჩაბლოს არ გადავიფორმებო...
კი ბატონო მერე ნატოში კი არა, თუ საჭიროა მოზამბიკსაც შევუერთდეთ
5 წლის უკან