“ერთი სიტყვით მაინც გეხსენენინეთ, მაგ შენობიდან გამოყრილები… მადლობა ბატონო ზაზა…”

“ერთი სიტყვით მაინც გეხსენენინეთ, მაგ შენობიდან გამოყრილები… მადლობა ბატონო ზაზა…”

ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი “მთავარი არხის” გუშინ დაწყებულ მაუწყებლობას ეხმაურება:

“მადლობა ბატონო ზაზა, რომ დაგვხურეთ თორემ მთავარი არხი ხომ არ გვექნებოდა. ერთი სიტყვით მაინც გეხსენებინეთ, მაგ შენობიდან გამოყრილები” – წერს ვახო ხუზმიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

“მთავარმა არხმა” მაუწყებლობა დაიწყო. გუშინ ზუსტად 9 საათზე ეთერში არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება – „მთავარი 9-ზე“ – გავიდა.

მაყურებელს დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი მიესალმნენ.

5 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა.

კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა.

კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.

„მთავარი არხი“ გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ეს მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლის შემდეგაც აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და სხვები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა – არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა. წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა.

მალევე არხის დატოვების შესახებ 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა განაცხადა, მათ შორის არის „კურიერის“ და „პოსტსკრიპტუმის“ ძირითადი გუნდი.

28 აგვისტოს გაირკვა, რომ „იბერია“ ნიკა გვარამიას ტელევიზიას შენობას უთმობს.

ფაქტს ნეგატიური რეაქცია მოყვა ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან, ვახო ხუზმიაშვილისგან, რადგან არხის დახურვის შემდეგ, „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები, უკვე 1 წელია „იბერიას“ ხელმძღვანელობისგან კომპენსაციების მიღებას ელოდებიან.

“იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კოდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?” – დაწერა ვახო ხუზმიაშვილმა “ფეისბუქზე”.

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა გასულ წელს შეწყვიტა, არხის მენეჯმენტმა მაშინ სახელმწიფოს მხრიდან „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებული ფინანსური ზეწოლა დაასახელა. ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი სწორედ „ომეგა ჯგუფი“ იყო, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია. მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ ტელეკომპანიამ თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასები და კომპენსაცია არ გადაუხადა, საქმეს ამ დროისთვის მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს.

რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ს 20 აგვისტოს შემდეგ „კურიერი“ ეთერში არ გადის. 26 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად წარადგინა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. როგორც იმნაიშვილმა განაცხადა, რომ არხიდან ჟურნალისტების წასვლის მიუხედავად, „ნიუსრუმი“ ცარიელი არ არის და არხზე 800-მდე თანამშრომელია დარჩენილი.

აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ  “კურიერის” ერთ-ერთ გამოშვებას ჟურნალისტი თამარ ურუშაძე წაიყვანს. ამავე წყაროს ცნობით, “რუსთავი 2”-ში შეიძლება ვიხილოთ ვახო ხუზმიაშვილიც.

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს განახლებული საეთერო ბადით მაყურებელი, რამდენიმე დღეში იხილავს. არხის მენეჯმენტის განცხადებით, ტელეკომპანიაში თანამშრომელთა სრული მზაობით, ძლიერი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ  მაყურებელი  “რუსთავი2”-ზე ბევრ სიახლეს იხილავს.  ეთერში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები დაბრუნდებიან.

რაც შეეხება, საინფორმაციო გამოშვებას, პაატა სალია აღნიშნავს, რომ “კურიერი” სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება.

 

სოციალისტი რა მაგის პასუხია და ახლა, ერთი 15-20 წუთის უკან ირმა ინაშვილი და ობიექტივის ახალგაზრდა ჟურნალისტი მივიდნენ " კუდიანების შაბაშზე" უცხო ქვეყნების მსტოვრების და ადგილობრივი მე-5 კოლონის ეგიდით რომ იმართება. უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა, დაახლოებით ისეთი ეგზორციზმის პროცესში ნაკურთ წყალს რომ ასხურებენ ეშმაკეულის შეპყრობილს და არაამქვეყნიური კრუნჩხვები, დუჟისდენა რომ ეწყებათ იმ უბედურებს, აი ისე გნიასობდნენ, ყვიროდნენ, ხელ-ფეხს იქნევდნენ, რაღაც გაუგებარ ყეფას ჰგავდა მათი გნიასი, შიგა და შიგ ყური მოვკარი ერთი უცხოელი "სტუმარი"- ეშმაკეული, როგორ მიუთითებდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ვისცე სპიკერს კარისაკენ, ძალით აგდება, ხელითაც შეეხო მხარზე. იქვე იყვნენ სექტის წევრები ჩერგოლეიშვილი, წერეთელი, პეტრიაშვილი და სხვები! სირცხვილი აშშ-ს, ეს არის თქვენი დახმარება და გვერში დგომა?! ბატონო ამერიკის პრეზიდენტო, ბატონო ტრამპ, გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას და გთხოვთ მოგვაშორეთ სულაძაღლებული მაკკეინის მსტოვრები, რომლებიც პერმანენტულად ახდენენ ჩემი სამშობლოს, საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას, არევას, რასაც როგორც შედეგი მოსდევს ანტიამერიკული განწყობების გაღვივება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში!
4 წლის უკან