ხაზარაძე-ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა 12 სექტემბერს დაფუძნდება

ხაზარაძე-ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა 12 სექტემბერს დაფუძნდება

ხაზარაძე-ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა 12 სექტემბერს დაფუძნდება. ახალი მოძრაობა უკვე განთავსდა უზნაძის N4-ში, სადაც მოძრაობის წევრების შეკრება იწყება.

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ გაერთიანებას, სავარაუდოდ, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითებში, კახა კოჟორიძე შეუერთდებიან.

კახა კოჟორიძემ აღნიშნული ინფორმაცია “2020NEW”-ს დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამჟამად ბანკის დამფუძნებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

რაც შეეხება ანა დოლიძესა და ლევან ბოძაშვილს, “2020NEWS“ -მათთან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ამ დრომდე ცდილობს. ცნობისთვის, “თიბისი ბანკის“დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნდება.