ლედი კიტი სპენსერი 32 წლით უფროს მამაკაცს ხვდება!

ლედი კიტი სპენსერი 32 წლით უფროს მამაკაცს ხვდება!

ლედი კიტი სპენსერი 28 წლის ინგლისელი მოდელია, რომელიც საკმაოდ გავლენიან ფიგურას წარმოადგენს მსოფლიო შოუბიზნესში. ლედი დაიანას ძმისშვილი ბოლო დღეებში უცხოური ტაბლოიდების სათავეში აღმოჩნდა, რისი მიზეზიც სენტ-ტროპეში გამოჩენა გახდა. გოგონა ახალ რჩეულთან ერთად დააფიქსირეს.

სპენსერის რჩეული 32 წლით უფროსი, მილიარდერი მაიკლ ლევისია, რომელიც სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი პერსონაა.

წყვილი ერთად პირველად მაისის თვეში გამოჩნდა და მაშინ გოგონას  თითზე ნიშნობის ბეჭედიც დაფიქსირდა, თუმცა მათი ურთიერთობა დღემდე არ დასტურდებოდა.