"წესიერად ილაპარაკე! ჩანასახში არ იყავი, მე რომ ვიბრძოდი!" - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

პოეტ ვაჟა ოთარაშვილსა და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრს ნიკა მაჭუტაძეს შორის გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” მწვავე დებატები გაიმართა.

“ზოგზოგიერთები ყინჩად რომ ლაპარაკობენ, 2003 წლამდეც არ ყოფილა არანაირი სამართლიანობა. და როდესაც თქვენ, ბატონო ვაჟა, თქვენს ზოგიერთ ლექსში, რომელიც მე ძალიან მომწონს, როგორც პოეტს მაინც პატივს გცემთ. იყავით იმ სამარცხვინო პარლამენტში 1992 წელს. იმ პერიოდში ზუსტად, როდესაც იხვრიტებოდა მიტინგები.

ადამიანები პირდაპირ ქუჩებში იხვრიტებოდნენ, კანონიერი ხელისუფლების მომხრეები, მაშინაც უნდა ამოგეღოთ ხმა. თქვენ, არავითარი მორალური უფლება არ გაქვთ იმის შესახებ რომ რომელიმე პოლიტიკურ გუდს წამოაძახოთ რამე. რა გინდოდათ იმ არაკანონიერ პარლამენტში?” - ამ კითხვით მიმართა მაჭუტაძემ ოთარაშვილს, რაზეც მან განაცხადა:

“მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, სხვათა შორის ყვეალზე მრაალპარტიული პარლამენტი იყო. ერთ-ერთი დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტი იყო. პირი გამოირეცხეთ როცა ჩემზე ლაპარაკობთ. წესიერად ილაპარაკე ვის აყენებ შეურაცხყოფას. ვინ არ ამოიღო ხმა?! შენ ჩანასახში არ იყავი, მე რომ მაშინ ვიბრძოლე. ვინ არ იღებდა ხმას?! წაკითხული გაქვს ჩემი ან წიგნი ან ინტერვიუ?” - უპასუხა ოთარაშვილმა.

 

სოციალისტი ეს მაჭუტაძეები, ბოკერიები, ტურავები, მელიები, უგულავები (გვარი უგულოდან წარმოსდგება), ბერძენიშვილები თანდათან განაგლდნენ, გამამაცდნენ... და უტევენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ერს, აბუჩად იგდებენ კანონს და სამართალს! აგერ გუშინ თახსირი ლევან ბერძენიშვილი მთელი საღამო ეჯდა გვარამის და კვესიტაძეს , მთელი ღამე... რა თქმა უნდა არ მომისმენია. აბა მაგის ანტიქართული დემაგოგიის გაძლების ჯანმრთელობა ვინ მომცა? საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბატონმა ხადურმა უყურა და გამიტომაც გაუსკდა გული! ესენი თუ არ ავლაგმეთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის საქმე კიდევ უფრო უკან წავა!
4 წლის უკან
amo კედელთან!
4 წლის უკან