ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"ემზარ კვიციანის დამცველი ვერასდროს ვერ ვიქნები, რადგან ვთვლი, რომ ნორმალურ სახელმწიფოში კვიციანისნაირები პარლამენტში საერთოდ არ უნდა იყვნენ, მაგრამ იქ, სადაც შეიძლება დამნაშავე ბოკერია იყოს დეპუტატი და ნიკა მელია, პარლამენტის შტურმის აღების ინიციატორი, სამაჯურმობმული ისევ სიტყვით გამოდიოდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან, იქ კვიციანის ყოფნაც ასატანი გამოდის.
რატომ გაგაღიზიანათ კვიციანის გუშინდელმა საქციელმა მიკვირს. ქუჩის ხულიგნებს და მათ მიერ განხორციელებულ თავდასხმას, ზუსტად რომ ხულიგნურად და ადეკვატურად უპასუხა კვიციანმაც. ახლა არ დამიწყოთ, თმენის ვალდებულება და ზღაპრები! თმენის ვალდებულება ვისთან გინდათ რომ გვქონდეს: რუსთაველზე ცხვრის მომრეკ ჯამბაზებთან? გულზე სასტვენ ჩამოკიდებულ, ოჯახში აღუზრდელ გაუზრდელ წარმონაქმნებთან? არა, ბატონებო და ქალბატონებო, ამ "ბირჟავიკების" საქციელს ვერც ერთი თავმოყვარე ადამიანი ვერ მოითმენს!"