სტატიაში, რომლის სათაურია „საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს" მხარი დაუჭირა", დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი" წარსულში ოპოზიციამ უწოდა.
გიორგი გახარია, რომელსაც ოპოზიციამ ადრე „მოსკოვის კაცის" იარლიყი მიაკრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მას აბრალებენ ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დარბევის ორკესტრირებას, რომლის მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.
საქართველოს პარლამენტმა კვირას წინააღმდეგობრივი ფიგურა დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად თბილისში გამოწვეული საპროტესტო მოვლენების შემდეგ. 98 კანონმდებელი მომხრე იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია გამხდარიყო მთავრობის მეთაური, ხოლო ოპოზიციამ - რომელმაც მას „მოსკოვის კაცის" იარლიყი მიაკრა - კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.
გახარიას ფართო მასებში მიიჩნევენ ივნისის თვეში საქართველოს ანტი-სამთავრობო პროტესტის ძალადობრივი დაშლის მთავარ არქიტექტორად.
პროტესტი გამოიწვია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრის სიტყვით მიმართვამ მისივე მშობლიურ რუსულ ენაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.
თუმცა გახარია ოპოზიციის პრეტენზიების უარყოფას ცდილობდა. მოსკოვთან მჭიდრო კავშირების საპირწონედ ის აპელირებდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემა, გამოწვევაა და ბოროტებაა" განაცხადა გახარიამ.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების განზომილების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის პრო-დასავლური ორიენტაცია ისევე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია... შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს თანამშრომლობას საზღვარი არ გააჩნია" დასძინა გახარიამ.