თინა კანდელაკი ნინო ქათამაძეზე:  „ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ, წინდაუხედაობაა“

თინა კანდელაკი ნინო ქათამაძეზე: „ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ, წინდაუხედაობაა“

რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინულ ტელეარხ „1+1"-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტების გაუქმების მიუხედავად, რუსი მსმენელი უყვარს.

„განშორება ხანგრძლივი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ქართველი და უკრაინელი არტისტების მუსიკალური ბაზარი რუსეთშია. ასე, რომ იმ ჭაში ჩაფურთხება, რომლიდანაც წყალს სვამ, წინდაუხედაობაა. ზოგჯერ ლაპარაკს სჯობს იმღერო", - აცხადებს კანდელაკი.

2019 წლის 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები წაშალეს. ამას წინ ქართველი მომღერალის მიერ გავრცელებული წერილი უძღოდა, რომელშიც განაცხადა, რომ ის რუსეთში აღარ იმღერებს.

მანამდე ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა, რის გამოც ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ნინო ქათამაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა.

სოციალისტი ეს თინას არ ეხება.
ახლა შემთხვევით ტელევიზორი გადავრთე პალიტრა ტვ -ზე. იქ ემა ტუხიაშვილი ელაპარაკებოდა ემზარ კვიციანს! ამ საძაგელი დედაკაცის უნამუსობით, უსინდისო ლაპარაკით მიუხედავად ძალიან აღშფოთებული დავრჩი, არამცთუ ემზარი მეც კი გამომიყვანა მდგომარეობიდან! ესენი ვინ არიან, რა მუტაცია მოხდა ასეთი, რომ ამდენი გადაგვარებული ემა ტუხიაშვილი აღმოცენდა ქართულ მიწაზე?!
5 წლის უკან
სოციალისტი ეს თინას არ ეხება.
ახლა შემთხვევით ტელევიზორი გადავრთე პალიტრა ტვ -ზე. იქ ემა ტუხიაშვილი ელაპარაკებოდა ემზარ კვიციანს! ამ საძაგელი დედაკაცის უნამუსობით, უსინდისო ლაპარაკით მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცი რომ ტუხიაშვილი უგულავას და ხუხაშვილის ფანია, ძალიან აღშფოთებული დავრჩი, არამცთუ ემზარი მეც კი გამომიყვანა მდგომარეობიდან! ესენი ვინ არიან, რა მუტაცია მოხდა ასეთი, რომ ამდენი გადაგვარებული ემა ტუხიაშვილი აღმოცენდა ქართულ მიწაზე?!
5 წლის უკან