„ჩერგოლეიშვილს არ ესმის, რომ შეიძლება გაირკვეს, საიდან ფინანსდებოდა „ევროპული საქართველო“ და მისი მედია ქსელი“

„ჩერგოლეიშვილს არ ესმის, რომ შეიძლება გაირკვეს, საიდან ფინანსდებოდა „ევროპული საქართველო“ და მისი მედია ქსელი“

საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის ტელეგამოსვლას ეხმაურება და წერს: 

„ქალბატონი ჩერგოლეიშვილის დიალოგს ვუყურე დიანა ტრაპაიძესთან. თურმე ნუ იტყვით და - ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის წარმომავლობის საკითხი დაუყენებიათ მაკკეინის ფონდის კონფერენციაზე ამერიკელებთან „დახურულ შეხვედრაზე“. ჯერ ერთი, ამ ფულის წარმომავლობაზე ათასი გამოძიება არის ჩატარებული და ამერიკელებს ნამდვილად არ სჭირდებათ შეხსენება - ფინანსური ნაკადებს და კაპიტალების წარმოშობას ისედაც წარმატებით აკონტროლებს აშშ-ს ფინანსური დაზვერვა და ამერიკის უსაფრთხოების სამსახური.

მეორე - ქალბატონ ჩერგოლეიშვილს ალბათ არ ესმის, რომ ამგვარმა დაჟინებულმა გამოძიებამ შეიძლება მეტად მოულოდნელი შედეგები მოიტანოს მისთვის და მისი მეუღლისათვის.

კერძოდ, შეიძლება გამოირკვეს თუ საიდან ფინანსდებოდა აქამდე „ევროპული საქართველო“ და მისი მედია ქსელი.

ეჭვი მაქვს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და ეს დაფინანსება შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.

ამ ეჭვს მიმყარებს ევრონაცების ქცევის მკვეთრი ცვლილებები და შეურიგებელი ტონი, რაც დამახასიათებელია იმ ქართული „პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის“, რომლებსაც კვება შეუწყვიტეს.

სულ შარიკოვი მახსენდება ასეთ დროს, როცა პროფესორი საკვების მიღების აკრძალვით დაემუქრება.

„А где-же я буду харчеватся?“, - კითხულობს შეშინებული შარიკოვი.

თუმცა მან შემდეგ კატების დაჭერა -დახრჩობით იშოვა საკვები და პატრონზეც გაიწია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შარიკოვები არ იწვრთნებიან, ახალი ოპერაციაა საჭირო, თორემ იმ კატების მდგომარეობაში მთელი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს“, - წერს სოსო მანჯავიძე.

სოციალისტი კარგი ხარ სოსო, მაგარია!
5 წლის უკან