შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილი არასდროს გასულა პოლიტიკური ველიდან.
„ვანო მერაბიშვილი არასდროს გასულა პოლიტიკიდან და ბუნებრივია, როდესაც ის ციხიდან გამოვა, სად უნდა წავიდეს? რა თქმა უნდა, კვლავ პოლიტიკას დაუბრუნდება.
მიუხედავად „ქართული ოცნების" ბაქი-ბუქისა, „პოლიტიკურ გვამად" „ნაციონალური მოძრაობის" ვერცერთი განაყოფი ვერ იქცა. აქედან გამომდინარე, „გვამზე" ლაპარაკი, სამწუხაროდ, ზედმეტია. ხელისუფლება ახლაც იმუქრება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოუვა", - განაცხადა ხუხაშვილმა.