საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 2019 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What?”-ზე სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისის მოვლენებზე ილაპარაკა.
„არც ერთ დემოკრატიას მსოფლიოში არ სურს, ნახოს, რომ მის პარლამენტს უტევენ. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ცვლილებები ამ ქვეყანაში შესაძლებელია მოხდეს არჩევნების, პოლიტიკური დებატებისა და დემოკრატიული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პოლიტიკური და კონსტიტუციური პასუხისმგებლობაა, რომ არანაირ სხვა გზას, ძალადობრივს არ შეუძლია ქვეყანაში მსგავსი ცვლილებების მიღწევა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
კონფერენციას 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი და 500-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორისაა ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, ჯონ მაკკეინის მეუღლე, სინდი მაკკეინი, რომელიც კონფერენციას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრება.