„ქართული ოცნების” პირობებში ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მედიას არავინ ერჩის.
„რუსთავი 2″ არსებობს, „რუსთავი 2″ იყო და იქნება ყოველთვის. ასევე, სხვა მედიასაშუალებებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში. როდესაც „ქართული ოცნება“ არ იქნება, მიჭირს საუბარი, რა იქნება, თუმცა „ქართული ოცნების” პირობებში არც ერთ მედიასაშუალებას, არც ერთ სააგენტოს, ჟურნალისტებს მუშაობაში ვერავინ შეზღუდავს, ვერავინ შეუშლის ხელს, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის”, – განაცხადა კახა კალაძემ.