თბილისის მერის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ენერგეტიკა ცალკე სამინისტროდ დაბრუნდება აღნიშნულს მიესალმება. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაყოფის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.
„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნისთვის. მე მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი, როცა ერთიანდებოდა, თუმცა ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები. ვიმეორებ, ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.