სიტუაცია არის დეპრესიული, ახალი პრემიერი აქ არც კი მოვიდა

სიტუაცია არის დეპრესიული, ახალი პრემიერი აქ არც კი მოვიდა

 

უცხოელების აზრი არის ის, რომ სიტუაცია არის უფრო მძიმე და დეპრესიული, - ამის შესახებ ტაბულას მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი საერთაშორისო კონფერენციას არ დაესწრო, რადგან არ უნდოდა უცხოელებს გაეგო აქციის შესახებ.

„უცხოელების აზრი არის ის, რომ სიტუაცია არის უფრო მძიმე და დეპრესიული. ახალი პრემიერი აქ არც კი მოვიდა. ახლა, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია შეზღუდავს თავის გადაადგილებას, რადგან სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან დახვდება პროტესტი.

გუშინ მხოლოდ ერთმა ფრაზამ კარგად აჩვენა გახარიას მსოფლმხედველობა და პოლიტიკური ხედვები. ეს იყო ის, რომ სერგი კაპანაძე და გავრილოვი ერთი და იგივეა. როდესაც ჭკუათმყოფელი ასეთ რამეს ამბობს, როგორ არ შეეპარება საზოგადოებას ეჭვის შენს პოლიტიკურ ხედვებში“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

 

 

სოციალისტი სერგი კაპანაძე უარესია! შენ კიდევ აუტანელი, არაქართული მოვლენა ხარ! კარგი ქნა რომ არ მოვიდა, სადაც შენი ქმარი და სამადაშვილი იყვნენ იქ რა უნდოდა?! ვუწონებ საქციელს! გვეყო იმპერიალისტების ნარატივით ცხოვრება, სხვის დაკრულ დუდუკზე ცეკვა-თამაში!
5 წლის უკან