ჯულია რობერტსი მეუღლეს საჯაროდ დაუპირისპირდა

ჯულია რობერტსი მეუღლეს საჯაროდ დაუპირისპირდა

ჯულია რობერტსი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად უკვე დიდი ხანია აღიარეს, რაც ბუნებრივია ნიშნავს იმასაც, რომ 51 წლის ამერიკელი ვარსკვლავი საზოგადოების ინტერესს მისი პირადი ცხოვრებისადმი ვერსად გაექცევა.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უყურადღებოდ არ დარჩენილა ჯულიასა და მისი მეუღლის - დენი მოდერის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელსაც უამრავი ადამიანი შეესწრო.


როგორც ავსტრალიური გამოცემა - Womans Day წერს, ინცინდენტს ადგილი გასულ თვეს, Rolling Stone-ის კონცერტზე ჰქონდა, როცა გაურკვეველი მიზეზის გამო ჯულიამ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


"პრობლემა იმაშია, რომ როცა ჯულია ღიზიანდება, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს სად იმყოფება და ვინ არის ამ ყველაფრის მომსწრე. ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა ბოლო დროს მსგავსი დაპირისპირებები, როგორც ჩანს, უფრო სისტემატიური ხასიათისაა," - აღნიშნა სანდო წყარომ გამოცემასთან საუბარში.


შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2002 წელს იქორწინა და დღეს ერთად სამ საერთო შვილს ზრდის.


როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი ამჟამად ჰავაიზე ისვენებს,  რამაც კიდევ უფრო დაარწმუნა უცხოური ტაბლოიდები, რომ ისინი ქორწინების გადარჩენას ცდილობენ.