თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი დაქორწინდნენ!

თაკო გაჩეჩილაძე და ბორისლავ მილანოვი დაქორწინდნენ!

ცნობილი ქართველი მომღერლისა და მსახიობის - თაკო გაჩეჩილაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა. წარმატებული ლამაზმანმა, რომელიც გასულ წელს ცნობილ ბულგარელ მუსიკოსზე დაინიშნა, ამჯერად ქორწილის ცერემონიის გადახდა გადაწყვიტა.

წყვილი უკვე დიდი ხანია ვენაში ცხოვრობს, თუმცა ამ მნიშვნელოვანი დღისთვის თბილისი შეარჩიეს და როგორც მეგობრების მიერ გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, დრო საყვარელი ადამიანების გვერდით სასიამოვნოდ გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ წყვილი უკვე რამდენიმე თვეა მშობლის სტატუსსაც ირგებს, შესაბამისად, პატარა გაბრიელა ქორწილის ერთ-ერთი მთავარი "სტუმარი" გახლდათ.

ულამაზესი საღამო ოჯახმა Orangery Cafe&More-ში გაატარა და მას უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ესწრებოდა.