“ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება…- სააკაშვილის ახალი პოლიტიკური გზავნილი…”- ჩემზე ბევრად უკეთ იციან რაც აქ დავწერე”

“ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება…- სააკაშვილის ახალი პოლიტიკური გზავნილი…”- ჩემზე ბევრად უკეთ იციან რაც აქ დავწერე”

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე “ნაციონალების” სამოქმედო გეგმების შესახებ წერს, რომლის მთავარ მიზანს შესაძლოა – ბიძინა ივანიშვილი ფიზიკური განადგურება წარმოადგენდეს.

“სააკაშვილის ახალი პოლიტიკური გზავნილი, რაც გუშინ მელიამ პარლამენტში ორატორობით მართლაცდა “შთამბეჭდავი მარაზმის” ფორმით გამოხატა, ხოლო თავიდანვე სანდრამაც წარმოგვიდგინა, სასწოწარკვეთილთა ისტერიაა და სხვა არაფერი.

ეს ისტერია, არც მეტი, არც ნაკლები – “ნაცების” ახალ მიზანს – ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე არა რევოლუციის, არამედ ტერორისტული აქტის მომზადებას, ამჟღავნებს; აი, შეხედეთ:

ამ ახალი პოლიტიკური გზავნილის შინაარსი იმდენად მოკლებულია ყოველგვარ რაციონალობას, რომ სრული იდიოტიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს: “ივანიშვილის ჩანაცვლება პირდაპირი რუსული მმართველობით”, რასაც თითქოსდა გახარიას მთავრობა განახორციელებს! რასაკვირველია, ამას ყველაზე ფანატიკოსი “ნაციც” კი ვერ დაიჯერებს;

დაჯერება, არც არის საჭირო – მთავარია, ამ ახალი გზავნილის გაუთავებელი ტირაჟირება და ამგვარად, უკიდურესად “ბნელი” საინფორმაციო ფონის შექმნა; ლოგიკური ჯაჭვი კი იკვრება, თუკი მთელია ამ ნაცური ისტერიის პრელუდიას, სანდრას განცხადებას გავიხსენებთ –

თითქოსდა ივანიშვილს რუსეთი უკვე ფიზიკურად მოიშორებს, რადგან გახარია უკვე “დასვეს” და ბიძინა აღარ სჭირდებათ – მას ფიზიკური ლიკვიდაციის გარდაუვალი საფრთხე ემუქრება;

როგორც ხედავთ ამ ისტერიული ტერორიზმის არსი ეს არის:

მოამზადონ ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდიაცია, ამისათვის კი უნდა შექმნან “ბნელი” საინფორმაციო ფონი და მერე, როგორც ფორმალური ალიბი გამოაცხადონ: აგერ, ხომ ვამბობდით, რუსეთი ბიძინას მოიშორებსო!

ყველაფერი გავს იმას, რაც თემურ ალასანიასა და მისი დისწულის ფარული ჩანაწერით უკვე ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გავრცელდა: ალასანია თავისი პირით ამბობდა – იგი იმდენადაა სასოწარკვეთილი, რომ მზად არის მილიონი გადაიხადოს, რათა ივანიშვილის მკვლელობით გადაწყვიტოს საკითხი, რომელიც სხვაგვარად ვერ გადაწყდება; მაშინ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებით, ხოლო არჩევნების შემდე – რევოლუციის ინსპირაციით აპირებდა ამ საკითხის გადაწყვეტას;

ახლა, როგორც ჩანს, ეს ისტერიული გეგმა მართლაც აამოქმედეს; ცხადია, მისი განხორციელება სრულიად წარმოუდგენელია, რადგან ივანიშვილის “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” – არც ერთ სიურეალისტურ სცენარშიც კი ვერ ეტევა;

მაგრამ – აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილის მმართველობა მთლიანად და განსაკუთრებით – აგვისტოს ომი, სწორედ სიურეალისტური სცენარი იყო;

ახლა ეს წარმოუდგენელია: როგორც ნაცების ისტერიული “რევოლუცია” გაუქმდა 20 ივნისს, ასეთივე კრახით დასრულდება “ტერაქტის” ეს ისტერიული მცდელობაც;

შედეგიც იგივე იქნება – ისევ შოკი და ისევ ბროწეულის ოყნები…

“ნაცების მხარდამჭერებო” – თქვენთვის ვწერ ამას და არა ჩვენი სპეცსამსახურებისთვის, რომლებმაც, რასაკვირველია, ჩემზე ბევრად უკეთ იციან რაც აქ დავწერე და მეტიც: იმედია, ისიც კი იციან – რაც არ იციან“, – წერს დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.