ერევანი-მოსკოვის რეისზე სომხეთის პოლიცია ბომბს ეძებდა

ერევანი-მოსკოვის რეისზე სომხეთის პოლიცია ბომბს ეძებდა

ერევანი-მოსკოვის რეისის ბორტზე სომხეთის პოლიცია ბომბს ეძებდა. ავიაკომპანია შ7 Airlines-ის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ პოლიციას ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა.

„რეისზე ჩასხდომის დროს ერთ-ერთმა მგზავრმა ყოველგვარი მოთხოვნების წამოყენების გარეშე განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია. შემოწმების შედეგად ბორტზე საეჭვო ნივთების არსებობა არ დადასტურდა“, - ნათქვამია სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის განცხადებაში.

მგზავრი დაკავებულია, მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.