ეს მთავრობა სწორედ იმიტომ იქნება ეფექტური, რომ გახარია არის ხელმძღვანელი

ეს მთავრობა სწორედ იმიტომ იქნება ეფექტური, რომ გახარია არის ხელმძღვანელი

იმედი მაქვს, ეს მთავრობა სწორედ იმიტომ, რომ გიორგი გახარია იქნება მისი ხელმძღვანელი, იქნება ეფექტური არამხოლოდ ჩვენს თვალში, არამედ ხალხის თვალშიც, - ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აკეთებს.

"მინდა ვთქვა, რომ ეს შემადგენლობა და ეს პრემიერ-მინისტრი არის პროფესიონალი. იმედი მაქვს, რომ ეს მთავრობა სწორედ იმიტომ, რომ გიორგი გახარია იქნება მისი ხელმძღვანელი, იქნება ეფექტური მთავრობა არამხოლოდ ჩვენს თვალში, არამედ ხალხის თვალშიც.

გათვითცნობიერებული გვაქვს, რა თქმა უნდა ის, რომ ჩვენ ვმუშაობდით და ეს არაერთხელ აღინიშნა ამ დღეების განმავლობაში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იმ კონტექსტში, რომელსაც ქმნიდა ოპონენტი მხარე და ეს იყო სიცრუის კონტექსტი, ჩვენ ხშირ შემთხვევაში სიმართლის მიტანა ხალხამდე ძალიან გვიჭირდა.",-განაცხადა თეა წულუკიანმა.