ქოცების მიერ ამის დამალვა იყო დიდი დანაშაული - ირაკლი კაკაბაძე „კასრების კადრების“ გასაჯაროებას ითხოვს

ქოცების მიერ ამის დამალვა იყო დიდი დანაშაული - ირაკლი კაკაბაძე „კასრების კადრების“ გასაჯაროებას ითხოვს

 

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები (ე.წ. კასრების კადრები) საზოგადოებისთვის საჯარო უნდა გახდეს.

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ირაკლი კაკაბაძე წერს:

„მართალია ირმა. კასრების კადრები რომ თავის დროზე გაესაჯაროებინათ 20 ივნისის ტრაგედია არ მოხდებოდა. ეს იყო ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმძიმესი შეცდომა. ახლა მაინც უნდა გააკეთონ ეს.

„ახლაც იგივე ხალხი მუშაობს ზოგიერთ სტრუქტურაში და იგივე სქემები მოქმედებს. (გაუპატიურება და წამება შეიძლება ნაკლებად - მაგრამ თვალების დათხრა კი ვნახეთ). „ჰეროკრატია“ იყო უნიჭო ვითომ მხატრული ფილმი, რომელიც არანაირად არ ასახავდა იმ საშინელებებს რაც მაშინ ხდებოდა. ერთი სერია იყო ალექსანდრე ახალკაცის მიხედვით გადაღებული სიმართლესთან ახლოს. ეს ძალადობა კატეგორიულად მიუღებელი რომ გახდეს მოსახლეობისათვის უნდა მუდამ ახსენებდნენ მას, როგორც ჰოლოკოსტის მუზეუმშია“.

„მაშინ უნდა გაეშვათ. ქოცების მიერ ამის დამალვა იყო დიდი დანაშაული“.

„მუზეუმი უნდა გაკეთდეს - ქართველთა წამების. ქართული ჰოლოკოსტის მუზეუმი - და იქ უნდა შევიდეს ყველა ასეთი დანაშაულებები“.