სოსო მანჯავიძე:  გამოხატვის თავისუფლება არ იძლევა ადამიანის შეურაცხყოფის უფლებას.

სოსო მანჯავიძე: გამოხატვის თავისუფლება არ იძლევა ადამიანის შეურაცხყოფის უფლებას.

გამოხატვის თავისუფლება არ იძლევა ადამიანის შეურაცხყოფის უფლებას - წერს, სოციალურ ქსელში  საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე.

ნებისმიერი ადამიანი,ვისაც მოღალატეს და მონას უძახიან,ლანძღავენ და ყურში ჩასტვენენ,შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და აფექტის მდგომარეობაში გააკეთოს ის,რისკენაც უბიძგებენ ეს პროვოკატორები..

ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე ვიტყვი,რომ ემზარის რეაქცია ასახავდა საქართველოს მოსახლეობის განწყობას იმ ზღვარგადასული უხამსობის,უზრდელობის,სიცრუის,მავნებლობისა ბოროტების მიმართ,რომელიც ამ სექტამ თავს მოგვახვია და რომელსაც ასე უსუსურად შესცქერის ხელისუფლება.

ეს უსუსურობა კარგა ხანია მავნებლობაში გადავიდა.

დრო ამ სადო-მაზოხიზმს ბოლო მოეღოს.

დაავადდა ხალხი.