რას წერს გია ჯაჯანიძე გიორგი კალანდიას:  არ ვიცი რას განიცდიდა მაშინ შენი პატარა გული ...მაგრამ...

რას წერს გია ჯაჯანიძე გიორგი კალანდიას: არ ვიცი რას განიცდიდა მაშინ შენი პატარა გული ...მაგრამ...

 

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ისტორიკოსის გიორგი კალანდიას ახალი ფილმის „დახვრეტილი საქართველოს“  შესახებ წერს და კალანდიას მიმართავს.

„დღეს შენი წარმატება განუზომელია. არ ვიცი მაშინ რას ფიქრობდი, როცა შენ და შენმა ოჯახმა დიდი გაჭირვება და საშინელება გადაიტანეთ, არ ვიცი რას განიცდიდა შენი პატარა გული, როცა საქართველოს იძულებით ტოვებდი, მაგრამ დღეს ვიცი, რომ ამაყი უნდა იყო შენი მშობლებით, რომ ასეთი გაგზარდეს.

არაერთხელ მითქვამს და ვიტყვი, რომ უნიჭიერესი ხარ.

არაერთხელ მითქვამს და ვიტყვი, რომ ბედნიერი ხარ.

ფასდაუდებელ საქმეს აკეთებ შენი ქვეყნისთვის და მჯერა, კიდევ ბევრს გააკეთებ.

ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვინც მიხვდება და იცის თუ რა მისიით მოევლინა ქვეყანას. შენ იცი რა მისიაც გაკისრია და პირნათლად ასრულებ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ შენ, მომავალ თაობას უახლეს ისტორიას აცნობ, მოიპოვებ და უნახავ იმ განძს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძვირფასია. მეამაყები“ - დაწერა ჯაჯანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, მუზეუმში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტების საფუძველზე, მოამზადა დოკუმენტური ფილმი – „დახვრეტილი საქართველო“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმში პირველად ნაჩვენებია, 1992 წლის 3 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მასობრივი დარბევის იშვიათი კადრები.