დევიდ კრამერი:  რუსეთთან პირდაპირი დიალოგი საქართველოსთვის მართებული არ იქნება

დევიდ კრამერი:  რუსეთთან პირდაპირი დიალოგი საქართველოსთვის მართებული არ იქნება

„ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ყოფილი დირექტორი და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დეოკუპაციის საკითხზე პირდაპირი დიალოგი მართებული არ არის.

„ვფიქრობ, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან ოკუპაციის პრობლემას არ გადაჭრის. ეს მძიმე პროცესი 10 წელზე მეტია, გრძელდება. დეოკუპაციისთვის აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე. იმავეს ვფიქრობ უკრაინის შემთხვევაშიც“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შეცდომა იყო, როდესაც 11 წლის წინ დასავლეთმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე სათანადო პასუხი კრემლს არ გასცა და ეს პასუხი პუტინის რეჟიმმა მხოლოდ 2014 წელს მიიღო.

„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოებამ თავის დროზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა, რასაც შემდეგ მოჰყვა უკრაინის ტერიტორიის ანექსია. ვფიქრობ, ეს პასუხი რუსეთს უფრო ადრე უნდა მიეღო, სწორედ საქართველოს გამო“, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.

რამდენიმე დღის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაიწყონ პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პირდაპირი დიალოგი ამ შემთხვევაში ეფექტიანი არ იქნება.

„პირდაპირი დიალოგი ყოველთვის ეფექტური არ არის, სამწუხაროდ, რუსეთის შემთხვევაში ეს არაფრის მომტანი იქნება საქართველოსთვის. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებამ ურყევად უნდა განაგრძოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ამ ქვეყნის მხარდაჭერა. ეს იქნება რუსეთზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი“, – განაცხადა კრამერმა.

დევიდ კრამერი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ევროპელ და ამერიკელ ანალიტიკოსებთან ერთად სოფელ ოძისში ჩავიდა, საიდანაც რამდენიმე კილომეტრში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული.

Neasimon რატომ არის ასე დარწმუნებული, რომ პირდაპირი დიალოგი არ მოიტანს შედეგს? სწორედ იმის გამო, რომ ეს მძიმე პროცესი გრძელდება 10 წელი და "საერთაშორისო საზოგადოების" "ზეწოლამ" რუსეთზე არავითარი შედეგი არ გამოიღო, საჭიროა დიალოგის დაწყება. დანარჩენს ეს პროცესი გვიჩვენებს. ჯობია კრემერმა საკუთარ ქვეყანას მიხედოს. სადაც ეს ამერიკელები შევიდნენ, ყველგან აყროლდა.....
5 წლის უკან
სოციალისტი დიალოგის დაწყება აუცილებელია, თანაც სასწრაფოდ! !! ამ კრამერებს ყურს ნუ დავუგდებთ! მე პიადად რომ დამავალონ და მომცენ სათანადო რწმნება 1 თვეში მოვაგვარებ რუსეთის მიერ ოკუპირებული ორივე ტერიტორიის საკითხს საქართველოს სასარგებლოდ.
5 წლის უკან