ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელიას პოსტი:
ჩვენ პრაქტიკულად არასოდეს გვიცდია ევროპულ სივრცეში შესვლა! ჩვენი მცდელობა ევროპაში ინტეგრირებისა შეიძლება გამოვხატოთ ერთი სიტყვით - "შეღწევა"!
დიახ, ჩვენ ვცდილობთ "ევროპაში შეღწევას" (როგორც სახელმწიფო, ისე ინდივიდუალურად)!
სწორედ ეს სიტყვა - "შეღწევა" ავლენს, როგორ არასწორად გვესმის ამ პროცესის ლოგიკა!
ევროპა, ან უფრო ფართოდ - დასავლეთი, უპირველესად არის ცივილიზაციური ერთობა კულტურული მრავალფეროვნებით, და მხოლოდ ამის შემდეგ და ამის ძალით - პოლიტიკური ერთობა!
"შესაღწევი" აქ არაფერია. ჩვენი მენტალობა უნდა გახდეს მეტ-ნაკლებად თავსებადი და მაშინ აღმოვჩნდებით ევროპაში! ჩვენი ღირებულებები უნდა გამორიცხავდეს ქსენოფობიას, შრომის კულტურა მინიმალურ დონეს უნდა აკმაყოფილებდეს, დრო უნდა იყოს რაციონალური კატეგორია და არა ირაციონალური როგორც ჩვენთან არის. განათლების დონე უნდა აცდეს ნულს, და ა.შ. და ა.შ.
ჩვენ კი, ევროპაში "შეღწევას" ისე ვცდილობთ, როგორც მოსკოვის ცუმ-ში "მადონა სერვიზის" რიგში ურიგოდ შეკვეხებული ქართველი პროვინციალი...
P.S. ბევრი რამ შეიძლება საკამათოა, მაგრამ ჩემი სათქმელის არსი ალბათ გასაგებია