თამარ მახარობლიძე: როდესაც ოპოზიცია მუდმივად აჟღერებს, რომ ხელისუფლება შეკითხვებს გაურბის, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო დღეს, როდესაც პრემიერობის კანდიდატს პასუხების გაცემას არ აცდიდნენ

თამარ მახარობლიძე: როდესაც ოპოზიცია მუდმივად აჟღერებს, რომ ხელისუფლება შეკითხვებს გაურბის, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო დღეს, როდესაც პრემიერობის კანდიდატს პასუხების გაცემას არ აცდიდნენ

როდესაც ოპოზიცია მუდმივად აჟღერებს, რომ ხელისუფლება შეკითხვებს გაურბის, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო დღეს, როდესაც პრემიერობის კანდიდატს პასუხების გაცემას არ აცდიდნენ,- ამის შესახებ სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.

,,არააკადემიურ, არასერიოზულ ფორმარტში მიმდინარეობდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსმენა საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციის მხრიდან იყო კვლავ და კვლავ მხოლოდ იმის მცდელობა, რომ საზოგადოებამ სიცრუეში იცხოვროს. კანდიდატმა ირმა ნადირაშვილს პირადად გადასცა რეზინის ტყვია, რომელსაც პირდაპირ აწერია, რომ არ არის ლეტალური; ოპოზიცია ასევე ითხოვდა დარბაზში ისეთი პირის შემოშვებას, რომელიც არათუ პარლამენტთან, არამედ თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა და ა.შ. როდესაც კანდიდატი პასუხის გაცემას ცდილობდა, აწყვეტინებდნენ, მიკროფონს უთიშავდნენ და მალე დარბაზიც დატოვეს. იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია მუდმივად აჟღერებს, რომ ხელისუფლება შეკითხვებს გაურბის, ალბათ, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრემიერობის კანდიდატს პასუხების გაცემას არ აცდიდნენ. არცერთი შეკითხვა არ იყო დასმული მომავალი გეგმების შესახებ, პროგრამის შესახებ, თუნდაც განვლილი მოღვაწეობიდან რომელიმე ფაქტის  შესახებ",- წერს სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე