დავით ზარდიაშვილი:  როგორც ჩანს, გახარია ნამდვილად გაუძლებს. ჩვენ თუ გავუძლებთ, ჩვენ? ეგ არის საკითხავი

დავით ზარდიაშვილი: როგორც ჩანს, გახარია ნამდვილად გაუძლებს. ჩვენ თუ გავუძლებთ, ჩვენ? ეგ არის საკითხავი

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

რასაკვირველია, ნაცების ორივე ფრაქციისგან, რაც მოსალოდნელი იყო, სწორედ ისა ვნახეთ - ისტერიკა. თუმცა, თავად მიაჩნიათ, რომ გახარიას "ობსტრუქცია" მოუწყეს. სინამდვილეში, გახარიას კი მაინადამაინც ვერა, მაგრამ ამ ისტერიკის მაყურებლებს კი გვარიანად მოგვიშალეს ნერვები.

რა მრჯიდა, რატომ ვუყურე? ცხადია, მათი ისტერიკა კი არა, ამ ისტერიკაზე, რაც 2020-ში კიდევ უფრო მწვავე იქნება საარჩევნოდ, გახარიას რეაქცია მაინტერესებდა. მგონი, ცოტათი მაინც აღელდა, თუმცა წყობიდან არ გამოსულა და მაინც საკმაოდ ღირსეულად ეჭირა თავი. .

ისე, რკინის ნერვები უნდა მაგათ გაძლებას; 2 საათი უსაფუძლო ცილისწამებას, ისტერიულ ლანძღვას , სისულელესა და ბოდვას უსმინო, ისე, რომ წარბიც არ შეგიტოკდეს, ადამიანურად - ძნელია. 2 საათს ვინ ჩივის - წინ კიდევ ერთ წელზე მეტია არჩევნებამდე გასაძლები!

როგორც ჩანს, გახარია ნამდვილად გაუძლებს. ჩვენ თუ გავუძლებთ, ჩვენ? ეგ არის საკითხავი.

მაინც იმედია, რომ თავად ეგენი ვერ გაუძლებენ გახარიას. ამ ისტერიკისგან შუაზე გასკდებიან და ნაკერავზე გაიხევიან ბოლოს და ბოლოს.

amo ბრავო!
5 წლის უკან
სოციალისტი ტვ "პირველის" და "პალიტრა - ტუხიაშვილის" უნამუსობას ახლა კიდევ ამ " მთავრი გოთვერანის არხი" რომ მიემატება მერე იკითხეთ!!! მე კი ვერაფერს დამაკლებენ, მაგრამ ბევრ ადამიანს, პატიოსან კაცს აურევენ გზა კვალს! ხაზეინები ოკიანის გადაღმიდან და საერთოდ დასავლეთიდან ძალიან მაგრად გვყვანან შემოჩენილი. ვფიქრობ ამ ეფემრულ სუვერენიტეტსაც დაგვაკარგინებენ! აგერ ახლოს რუსეთი და თურქეთი ხახადაღებული მომდგარან დაუცველ საზღვრებთან! აზრბაიჯანი რომ აზერბაიჯანაი ისიც კი სალოცავს გვეცილება, თბილისსაც! და ამ დროს ეს ბოკერია სააკაშვილის სიცრუის ნისლი შემოხვევია თავს ჩვენს სამშობლოს!
5 წლის უკან