მაიკლ დუგლასი სიცოცხლისათვის იბრძვის

მაიკლ დუგლასი სიცოცხლისათვის იბრძვის

ჰოლივუდის ლეგენდა მაიკლ დუგლასი სულით არ ეცემა, მიუხედავად უკურნებელი სენისა. ის ცდილობს მეტი დრო გაატაროს თავის ოჯახთან და ამჯერად ჰარი პოტერის გასართობ ცენტრს ეწვია ფლორიდაში.

თეთრ პერანგში გამოწყობილი 66 წლის მსახიობი, თავის არანაკლებ პოპულარულ მეუღლესთან, ქეთრინ ზეტა-ჯონსთან და ორ შვილთან, 10 წლის დილანთან და 7 წლის ქერისთან ერთად, უზრუნველად გამოიყურებოდა.

– ამან ნამდვილად ამომაგდო კალაპოტიდან,- აღნიშნა დუგლასმა. - ვერასოდეს წარმოიდგენ, რომ ეს შეიძლება დაგემართოს. მაგრამ მე ვაგრძელებ ბრძოლას. სიმსივნე მცირდება.

თავიდან მსახიობმა ძალიან დაიკლო წონაში, მაგრამ ბოლო დროს აშკარა გაუმჯობესება ეტყობა, რაც მის განწყობაზეც აისახა.

მაიკლის ასევე ლეგენდარული მამა, კირკ დუგლასი, ამავე დღეს, უსახლკაროებს ასადილებდა მადლიერების დღესთან დაკავშირებით. როცა მას შეეკითხნენ შვილის შესახებ, უპასუხა: "მაიკლი ახლა უფრო ძლიერი და გამბედავია, იგი უკვე ახალ ფილმზე ფიქრობს."

atb.ge