რამდენიმე თვის წინ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლას კეიჯმა კარიბის ზღის აუზში მდებარე ერთი პატარა კუნძული იყიდა და ოჯახით იქ დასახლებას აპირებს.
ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა „კონტინენტზე“ არსებული უძრავი ქონების გაყიდვა აქტიურად დაიწყო.
კეიჯმა გასაყიდად გამოიტანა თავისი სახლი ნიუ-ორლეანში, რომელიც ფრანგულ კვარტალში მდებარეობს. ვისაც ამ სახლში დაბინავება სურს, 3.7 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს.
ამის გარდა მსახიობმა აუქციონზე გაიტანა სახლი როუდ-აილენდზე, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე და ვილა ბელ-ეირზე, კალიფორნიაში.
საინტერესოა, რომ კეიჯმა ჯერჯერობით თავისი გერმანული ციხე-სიმაგრე შეინარჩუნა და გაყიდვას არ აპირებს.