ვოლოდიმირ ზელენსკიმ საეტაპო ინტერვიუ თავისი სერიალის მსახიობს მისცა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საეტაპო ინტერვიუ თავისი სერიალის მსახიობს მისცა

პრეზიდენტობის 100 დღის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა მსახიობს, რომელიც სერიალში „ხალხის მსახური“ პრემიერმინისტრის როლს ასრულებს. ზელენსკი პოპულარული სწორედ ამ სერიალში მონაწილეობით გახდა, რომელშიც ის უკრაინის პრეზიდენტის როლს ასრულებს.

ინტერვიუს მოკლე შინაარსი ასეთია:

„მე თავად ვწერ სოციალურ ქსელში კომენტარებს და ვპასუხობ შეკითხვებს. რთულ საკითხებზე მეუღლეს რჩევას ვეკითხები, რადგან გარემოცვაში მჭირდება ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. ველოსიპედით სამსახურში სიარულის უფლებას არ მაძლევენ - სახიფათოა. პუტინთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მე მას მეზღვაურებთან დაკავშირებით დავურეკე, რადგან ვერავინ პუტინის გარდა მათ ვერ დააბრუნებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მთხოვდა ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ მათთვის ეს პოლიტიკური საკითხია, ჩემთვის კი - ადამიანური. აშშ ჩვენ მხარს გვიჭერს, მაგრამ ჩვენ მათ მოწყალებისთვის ხელს არ გავუწვდით. კორუმპირებულების დაკავებები შემოდგომაზე დაიწყება, როდესაც ანტიკორუფციული სასამართლო ამუშავდება. ჩვენ ვიცით, რომელი ქვეყნიდან ფინანსდება მედვედჩუკის პარტია - და ეს ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება. საჭიროა უმცირესობების უფლებების დაცვა: უნდა არსებობდეს კაონი მათი ენის და აღმსარებლობის დაცვის შესახებ“.