ტეხასელი მსროლელი სროლამდე რამდენიმე საათით ადრე სამსახურიდან გაათავისუფლეს

ტეხასელი მსროლელი სროლამდე რამდენიმე საათით ადრე სამსახურიდან გაათავისუფლეს

ტეხასელი მსროლელი სეთ ატორი სროლამდე რამდენიმე საათით ადრე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 36 წლის სეთ ატორი სატვირთო გადაზიდვების სფეროში მუშაობდა.

ტეხასის შტატის მიდლენდსა და ოდესას შორის პოლიციელმა ავტომობილი გააჩერა, რომლის მძღოლმაც მას ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვა და გზადაგზა გამვლელებს ესროდა.

პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. სროლის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 22 ადამიანი.

 

Katana : რაზე მიანიშნებთ? რომ ბახტაძეც არ გააჩეროს გზაში პოლიციამ? :)))
4 წლის უკან