კვლევა: ქალაქში არსებული პარკები ადამიანების განწყობას მკვეთრად აუმჯობესებს

კვლევა: ქალაქში არსებული პარკები ადამიანების განწყობას მკვეთრად აუმჯობესებს

თუ ქალაქში ცხოვრობთ და უმიზეზოდ მოწყენილი ხართ, გამოსავალი, შესაძლოა, პარკებში იმალებოდეს.

ტვიტერის გამოყენებით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პარკებში გასეირნება განწყობას და შემართებას ისევე ამაღლებს, როგორც, მაგალითად ახალი წელი და შობა.

ვიცით, რომ ხეები ქალაქში ჰაერს ასუფთავებენ და აგრილებენ, თუმცა ვერმონტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხეების კიდევ ერთი დადებითი თვისება აღმოაჩინეს, ისინი ადამიანებს აბედნიერებენ.

კვლევის ავტორებმა 4 600 ადამიანის მიერ 160 სხვადასხვა პარკიდან გამოქვეყნებული ათასობით ტვიტი გააანალიზეს. შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ პარკში შემდეგ მათ მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებები უფრო პოზიტიური და დადებითი იყო. ასეთი განწყობა კი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

საინტერესოა, რომ რაც უფრო დიდი და მწვანე იყო პარკები, მით უფრო პოზიტიური იყო გამოქვეყნებული შეტყობინებებიც.

"ეს პოზიტიურ შეტყობინებებში დაახლოებით ისეთივე მატებაა, როგორც შობაზე ხდება ხოლმე", — აცხადებს კვლევის ავტორი

მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერი ყველას არ აქვს, ამ პლატფორმას ადამიანების საკმარისად დიდი და მრავალფეროვანი ჯგუფი იყენებს. ამ მონაცემების ანალიზით კი ადამიანების დიდ ჯგუფებზე გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება.

"კვლევა ტვიტერს ეყრდნობა და შესაბამისად, ის გარკვეულწილად მაინც მიკერძოებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ხნის განმავლობაში არსებულ მოსაზრებას, რომ ბუნება აბედნიერებს", — აცხადებს დუბლინის სამების კოლეჯის ექსპერტი მარკუს კოლი.