აშშ თურქეთს რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Patriot-ს აღარ მიჰყიდის

აშშ თურქეთს რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Patriot-ს აღარ მიჰყიდის

აშშ-მა თურქეთისთვის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს Patriot-ის გაყიდვაზე გაკეთებული  წინადადება ოფიციალურად გააუქმა. ამის შესახებ CNN-ი წერს.


როგორც გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, ანკარა ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის შეძენის შემთხვევაში ვაშინგტონის წინადადებას ძალა დაეკარგებოდა.


დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სარაკეტო სისტემა Patriot-ს  თურქეთს $ 3.5 მილიარდად მიჰყიდიდა.


თურქეთმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შ-400 ივნისში შეიძინა. თეთრი სახლში ანკარას გარიგებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ვაშინგტონმა ანკარა უახლესი გამანადგურებლების F-35 პროგრამიდან გარიცხა, რის გამოც თურქეთმა 100 თვითმფრინავის შეძენის და მათ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.