ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკარტნიმ საერთო კოლექცია შექმნეს

ტეილორ სვიფტმა და სტელა მაკარტნიმ საერთო კოლექცია შექმნეს

ტეილორ სვიფტისა და სტელა მაკარტნის კოლაბორაცია შედგა. ჟურნალ Vogue-ს ინფორმაციით ჭორები გამართლდა, ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი კოლექციის პრეზენტაცია მომღერლის ახალი ალბომის Lover-ის დებიუტის დროს გაიმართება.

ყველაფერი ტეილორ სვიფტის კონცერტით დაიწყო ლონდონში. სტელამ და ტეილორმა ერთმანეთი გაიცნეს და მალევე დამეგობრდნენ. როგორც მომღერალი აცხადებს, ლონდონში ყოფნის დროს ისინი ხშირად სეირნობდნენ და საუბრობდნენ ცხოვრებაზე.

„როცა ამ ალბომის შექმნის იდეა მომივიდა, სტელას დავურეკე და ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა გვეთანამშრომლა“, - განაცხადა სვიფტმა.

სტელა მაკარტნის თქმით კი, ტეილორთან ურთიერთობა სასიამოვნოა და ისინი სრულიად ავსებენ ერთმანეთს.

კოლექცია ნათელი და მხიარულია, უფრო ყოველდღიური მოხმარებისთვის შექმნილი და მომღერლის ფოტოების პრინტითა და სიმღერების ტექსტებით.

კოლაბორაციის პრეზენტაცია 22 აგვისტოს ტეილორ სვიფტის YouTube Live-ის განმავლობაში გაიმართება.