„იმ „სასტავის“ „რუსთავი 2“-დან გაშვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტიკიდან თაღლითების ჩამოშორება“

„იმ „სასტავის“ „რუსთავი 2“-დან გაშვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტიკიდან თაღლითების ჩამოშორება“

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში, კიდევ ერთხელ აფასებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და წერს: „კვესიტაძე და "ნანუკა" კი არა, 2007 წლის აგვისტოში მიHას ზონდერებმა გამომცემლობა "სამშობლოდან" უამრავი რედაქცია გამოგვყარეს.

ნამდვილ ჟურნალისტიკაზე სწორედ მაშინ მიიტანეს ფორსირებული იერიში და მისი განადგურება დაიწყეს.

"იმედში" შეჭრა მედიაზე თავდასხმის ლოგიკური გაგრძელება იყო, მაგრამ არავის, ვიმეორებ - არავის! გაზეთებზე თავდასხმა არამც თუ არ გაუპროტესტებია (დაწყებული ე.წ. არასამთავრობოებით, გაგრძელებული დიპლომატიური კორპუსით და დამთავრებული რაღაც "ხაზებთან" შეურიგებელი" "ჩინური წარმოების" ჟურნალისტებით), აჰყვნენ "პრადვინუტულ ტალღას" და ბეჭდური მედია ღარიბი ნათესავის რანგში გადაიყვანეს.

კიდევ ერთხელ ვიტყვი - ის დაწესებულება, რომელსაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქვია, არასდროს, არასდროს არ ყოფილა ჟურნალისტთა სამუშაო ადგილი. ის მუდამ იყო აგრესიული ლიბერალებისა და დიქტატურის პროპაგანდის სამსახური.

არც ერთი, ვიმეორებ - არც ერთი, ვინც ამ პოლიტიკური პროპაგანდის სამსახურში მუშაობდა, არ ითვლება ჟურნალისტად.

არ ითვლება ჟურნალისტად არც ერთი, ვინც "ახალ ამბებს აკეთებდა" და სიცრუის, ბოროტებისა და ძალადობის ტირაჟირებას ახდენდა.

არ ითვლება ჟურნალისტად და ტელეგადაცემის წამყვანად ის, ვინც მოსახლეობის გონებაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და მახინჯი ცხოვრების წესის პროპაგანდას ახორციელებდა.

ასე რომ იმ "სასტავის" „რუსთავი 2“-დან გაშვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტიკიდან თაღლითების ჩამოშორება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სანამ ყველაფერს არ დავარქმევთ თავის სახელს, სანამ ვიქნებით აგრესიული ლიბერალების შიშის ქვეშ, სანამ ხალხი "ავს ავს არ უწოდებს", სანამ იქნება "რაღაცნაირი" დამოკიდებულება იმ ტიპების მიმართ, რომლებმაც რაღაც მანქანებით მიიწებეს ჟურნალისტის, მწერლის, ხელოვანის სახელი, ქვეყანა მუდმივად დედის ჟიმვის რეჟიმში იქნება“, - წერს გაბრიჭიძე.

სერმინე ..მართალი ბრძანდებით, ბატონო გია.
4 წლის უკან
სოციალისტი მეც გავიმეორებ ჩემს გუშინდელ პოსტს - ძალიან დიდი შეცდომა მოგდის ქიბარ. არსებობს ერთი ხე, რომელსაც გურიაში და აჭარაში ყრლა-ყრალას ეძახიან. ეს ხე ვის ეზოშიც არ უნდა დარგა ყველგან აამყრალებს იქაურობას. საშველი არის მოჭრა და დაწვა. ეს რუსთავი 2 უნდა გაკოტრდეს, მისი სახელი სამუდამოდ უნდა წაიშალოს. ის კი არა ის შენობებიც უნდა დაინგრეს და მიწა მოსწორდეს, დაბეტონდეს სადაც ეს კომპანიაა განთავსებული. იმისათვის, რომ უნამუსობის, სიცრუის რადიაციამ არ გამოჟონოს გარემოში!
4 წლის უკან