ამერიკელ მომღერალს, 34 წლის კეტი პერის სექსუალურ შევიწროვებაში თინა კანდელაკი ადანაშაულებს.
თინა რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტია და მან განაცხადა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე კეტი შეეცადა კოცნითა და ცეკვით მას შეხებოდა.
ჟურნალისტის კომენტარს მომღერლის გულშემატკივრების გაღიზიანება მოჰყვა, რაზეც თავად თინამ აღნიშნა, რომ კეტის ფანები მსგავს საქციელებს მხოლოდ მისი სიყვარულის გამო იტანენ და მსგავსი შემთხვევა სხვა პიროვნებასთან შემსრულებეს აქამდეც მოსვლია.