ზუსტად 50 წლის წინ, 1969 წლის 15-18 აგვისტოს ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბეტელთან ახლოს მდებარე ფერმაში მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ისტორიაში „ვუდსტოკის“ სახელწოდებით შევიდა.
„მუსიკისა და მშვიდობის სამი დღე“ ჰიპის კულტურის კულმინაცია და ამავდროულად, მისი დაისი იყო. ფესტივალი მოიცავდა ყველაფერს: თავისუფლებას და როკ-ენ-როლს, სექსს და ნარკოტიკებს, ჭუჭყს და ანტისანიტარიას, ანარქიას და პაციფიზმს.
ფესტივალს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით, 400 ათასამდე ადამიანი დაესწრო. მსმენელის წინაშე წარდგა იმ დროის ყველა მთავარი როკ-შემსრულებელი. ფესტივალზე არ უმღერიათ The Beatles-ს (ამ დროს ჯგუფი უკვე დაშლის პირას იყო), The Doors-ს (მიიჩნიეს რომ სვუდსტოკიშ 1967 წლის მონტერეის პოპ-ფესტივალის გამეორება იქნებოდა), The Rolling Stones-ს (მიკ ჯაგერმა ავსტრალიაში ფილმ სნედ კელის“ გადაღებებზე წასვლა არჩია), Led Zeppelin-ს (არ სურდა ფესტივალის რიგით მონაწილედ ყოფნა და ამ პერიოდში საკუთარი სოლო კონცერტი გამართა) და ბობ დილანი (წარმოდგენამდე მისი შვილი ავად გახდა).
„ვუდსტოკის“ ფესტივალი რიჩი ჰეივენსმა გახსნა, ხოლო წარმოდგენა ჯიმი ჰენდრიქსმა დაასრულა. მთელი ფესტივალი ვიდეოზე იწერებოდა, რომლის საფუძველზეც შექმნილმა დოკუმენტურმა ფილმა ამერიკული კინოაკადებიის ჯილდო, „ოსკარი“ მიიღო.
აშშ-ში „ვუდსტოკის“ ფესტივალის 50 წლის იუბილეს აღნიშვნა ასეთივე ფესტივალის გამართვით სურდათ, თუმცა 2019 წლის ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ვუდსტოკის ფესტივალი წელს აღარ ჩატარდებოდა.