ჯეიმს ბონდის Aston Martin-ი აუქციონზე $6.4 მილიონად გაიყიდა

ჯეიმს ბონდის Aston Martin-ი აუქციონზე $6.4 მილიონად გაიყიდა

სპეციალურად ჯეიმს ბონდის ფილმისთვის შექმნილი Aston Martin  DB5 კალიფორნიაში აუქციონზე $6.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ავტომობილი 1965 წლის გამოშვებისაა და დღემდე გამართულად მუშაობს.  აღნიშნული მანქანა თავდაპირველად ფილმ Thunderball-ისთვის შექმნეს, თუმცა ის ფილმში არასდროს გამოჩენილა მიუხედავად ამისა, ის ყველაზე ძვირად გაყიდული მანქანაა ჯეიმს ბონდის ფილმებიდან.

DB5-ის მოდელი, რომელიც უშუალოდ ფილმში გამოჩნდა, 2010 წელს აუქციონზე $4.6 მილიონად გაიყიდა.