ფილმის „სად გაუჩინარდი, ბერნადეტ“ პრემიერაზე მსახიობმა კეიტ ბლანშეტმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას Vulture ავრცელებს.
როგორც ბლანშეტმა გამოცემის ჟურნალისტს განუცხადა, მსგავსი სურვილი მას ყველა ფილმზე მუშაობის დასრულებისას უჩნდება. თუმცა შემდეგ, სხვადასხვა ადამიანთან თანამშრომლობის შეთავაზება აზრს აცვლევინებს.
„ნამდვილად, დროა გავჩერდე. ზუსტად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ფილმის ნახვის შემდეგ მაყურებლები მთელს მსოფლიოში იტყვიან: „კი, დროა შეწყვიტოს“. წინასწარ გიხდით ბოდიშს“, - თქვა ბლანშეტმა.
ბლანშეტი კინოდან წასვლის შესახებ პირველად არ საუბრობს. 2019 წლის თებერვალში ჟურნალ Interview-ში გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ ჯულია რობერტსთან. მაშინ ბლანშეტმა აღიარა, რომ მზად არის კინოინდუსტრია დატოვოს და დრო წიწილებზე ზრუნვას და პრუსტის რომანების კითხვას დაუთმოს.
კეიტ ბლანშეტმა 40-ზე მეტ ფილმში ითამაშა. როლებმა სურათებში „ავიატორი“ და „ჟასმინი“ მსახიობს ოსკარი მოუტანა. 2018 წლის აგვისტოში Forbes-მა ბლანშეტი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობთა სიაში შეიყვანა.