სექსუალურ შევიწოებაში დადანაშაულებულ პლასიდო დომინგოს ორი ესპანელი სოპრანო უჭერს მხარს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ესპანელი ოპერის მომღერლის, დავინია როდრიგეზის განცხადებით, "მას დომინგოსგან არასდროს უგრძნია ის, რაშიც მაესტროს ადანაშაულებენ." როდრიგეზის თქმით, დომინგო თავმდაბალი და გულუხვი ადამიანია, რომელსაც ყველა პატივს სცემს.
მომღერალი საჯაროდ დაიცვა კიდევ ერთმა ესპანელმა სოპრანომ პილარ ხურადომ. “არ ვიცი სხვას რა გამოცდილება აქვს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემთან ურთიერთობისას სრულყოფილი ჯენტლმენი იყო", - განაცხადა ხურადომ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ საოპერო მომღერალს 9 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალების მტკიცებით, დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა, უარის შემთხვევაში კი მათ კარიერას ხელს უშლიდა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.