Disney ცნობილი მულტფილმის „ბემბის“ რიმეიქს გადაიღებს. ამის შესახებ We Got This Covered-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მულტფილმის გადასაღებად ჰიპერრეალისტურ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც კომპანიამ „მეფე ლომშიც“ გამოიყენა.
თავად Disney-ში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. „ბემბი“ კომპანიამ 1942 წელს გადაიღო. მულტფილმის მთავარი გმირი ირემია, რომლის დედასაც მონადირეები კლავენ.