„მაყურებელს უნდა ობიექტური და არა ოპოზიციური ტელევიზია“

„მაყურებელს უნდა ობიექტური და არა ოპოზიციური ტელევიზია“

დაუმძიმდება თუ არა ბრალი ნიკა გვარამიას, რომელსაც „რუსთავი 2“-ის არქივის უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებს პაატა სალია, ეს გვარამიასთვის მეორეხარისხოვანია. გვარამია აცხადებს, რომ მის დროს „რუსთავი 2“ მუშაობდა, პაატა სალიას პერიოდში კი „რუსთავი 2“ დაიხურა. ამდენად, ნიკა გვარამიას თქმით, სალია ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2“-ის ჯალათი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ტოლა, ანუ 25-წლიანი ისტორიის მქონე „რუსთავი 2“-ის დასრულების ეპოქა მოიყვანა.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს არ უკვირს, ქიბარ ხალვაშს სულაც არ ეხალისებოდეს 70-მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზიის საკუთარ ზურგზე წამოკიდება, რადგან ხალვაშს აკვიატებები ტელევიზიებთან მიმართებით არ აქვს.

For.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ქიბარ ხალვაში 70-მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზიის გაყიდვას აპირებს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ ბიზნესმენური ალღო, რომ უნდა მოიშორო ის, რაც წამგებიანია?

- პოლიტიკური გავლენები ყოველთვის ფარულია ხოლმე, ამიტომ ასეთ ფარულ ფაქტორზე ლაპარაკი შეიძლება მას მერე, რაც ზედაპირზე მყოფი ფაქტორები ვერ ხსნიან მოვლენას. ალბათ, გასაკვირი არ არის, რატომ უნდა 70-მილიონიანი ვალით საქონლის (ანუ „რუსთავი 2“-ის) გაყიდვა ქიბარ ხალვაშს. მე მგონი, არაა გასაკვირი, ამხელა ტვირთის საკუთარ თავზე წამოკიდება ადამიანს არ ეხალისებოდეს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ უთუოდ პოლიტიკური მოტივი იმალება ხალვაშის გადაწყვეტილებაში.

თავის დროზეც, როდესაც ლაპარაკი იყო ამ ტელევიზიის დაბრუნებაზე, არ უმხელდნენ არავის, როგორი იყო „რუსთავი 2“-ის ფინანსური მდგომარეობა. ეს ფინანსური საიდუმლო იყო. ცხადია, ვერც ხალვაში ვერ გაიგებდა, რა ხდებოდა „რუსთავი 2“-ის თავს, სანამ არ მიისაკუთრებდა ამ ტელეკომპანიას.

ინფორმაციარუსთავი 2“-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მართალია, დახურული იყო, მაგრამ, ზოგადად, ისედაც ყველამ იცოდა, მათ შორის, სახელმწიფომაც, რომ დიდი დავალიანებები ჰქონდარუსთავი 2“-. მაინცდამაინც ახლა აღმოაჩინეს ამ ვალების შესახებ ზუსტი ინფორმაცია?

- აქ მნიშვნელობა აქვს იმას, 5 ათასია დავალიანება, 5 მილიონი, თუ 50 მილიონი. შეიძლება, ახალი მფლობელები არ ვარაუდობდნენ ამ თანხის სიმრავლეს, რადგან ფაქტია, მათთვის ისიც მოულოდნელი იყო, რომ „რუსთავი 2“-ში მისულებს ხელფასების გაცემა გაუჭირდებოდათ, იმდენად დაცლილი იყო ფინანსური რესურსებისგან ეს ტელევიზია. ასე რომ, ახლა ამ ტელევიზიის შეძენა გულისხმობს მთელი მიმდინარე დაფინანსებისა და არსებული ვალების საკუთარ კისერზე აღებას. ტელევიზიის ისეთი თავგადაკლული მოყვარული რომ იყოს ქიბარ ხალვაში, რომ მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყოს, ოღონდ ტელევიზია ჰქონდეს, ალბათ, მაშინაც გასაკვირი იქნებოდა „რუსთავი 2“-ით მისი დაინტერესება. მით უმეტეს, თუ ასეთი აკვიატება არ აქვს და ნათქვამიც აქვს, ოდესმე შეიძლება გავყიდო კიდეც „რუსთავი 2“-იო, მაშინ არაა გაასაკვირი ის გადაწყვეტილება, რომელიც მოუმწიფდა ხალვაშს ამ დავალიანებების შემყურე.

აქ პოლიტიკური მოტივი ჩემთვის ძნელი დასანახია, თუმცა იმ პოლიტიკურ წრეებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2“ დისკომფორტის მომტანი იყო (ვგულისხმობ ხელისუფლებას), რა თქმა უნდა, არ ეწყინებათ, რომ სირთულეებს აწყდება ეს ტელევიზია. სხვათა შორის, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება, რომ მან შეიძლება გაყიდოს ეს ტელევიზია, პოლიტიკურ სირთულეებს უქმნის ამა თუ იმ წრეებს, თუნდაც იმავე „ქართულ ოცნებას“, რადგან შეიძლება ეს ტელევიზია ისეთმა ადამიანმა იყიდოს, რომელიც, ერთი შეხედვით, არ იყოს „ნაციონალი“, მაგრამ მერე აღმოჩნდეს, რომ მისი პატრონობის ქვეშ „ნაციონალების“ ინტერესები ისევ გატარდება. ეს „ოცნებისთვის“ მოულოდნელი იქნება. ამიტომ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებაში მმართველი პარტიისთვისაც დევს პოლიტიკური სირთულეები.

არასამთავრობოებს მოლოდინი აქვთ, რომ მმართველი გუნდი, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს, „რუსთავი 2“ შეიძინოსნაციონალმა“. ისინი არ გამორიცხავენ, ბიძინას ფულით, ოღონდ სხვა ადამიანის შირმით მოხდეს ამ ტელევიზიის შეძენა. თუმცა არის სხვა მოსაზრებაც, რომ ქიბარ ხალვაშის ნათქვამირუსთავი 2“-ის გაყიდვის შესახებ ფანდია, არავინ მოინდომებს 70-მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზიის შეძენას, უბრალოდ, გააკოტრებენრუსთავი 2“- და დახურავენ.

- ვერსია, რომ შეიძლება გაკოტრების გზას დაადგეს ეს ტელევიზია, მეც უფრო დამაჯერებლად მეჩვენება, ოღონდ, მე მგონი, გვარამია ცოტა ტენდენციურად აშუქებს მიზეზებს. ის ამბობს, რომ ვალი არ ჰქონდა ტელევიზიას? ამას ხომ არ ამბობს?

გვარამია ამბობს, რომ 70 მილიონიდან 30 მილიონი მას დახვდა .. დაკიდებული ვალების სახით.

- ვალი ვალია და პაატა სალიასი არ იყოს, თუ ვალები დაგხვდა კომპანიაში, მაშინ იქ უნდა შევიყვანოთ აუდიტი და არ უნდა გადაიტანო ის ვალი. იქნებ, თვითონ გვარამიამ და „ნაცმოძრაობამ“, თუ შეიძლება ითქვას, გაუთხარეს საფლავი „რუსთავი 2“-ს, რადგან მმართველს რომ მრავალჯერ შეიცვლის, ის კომპანია ცუდად აღიქმება საზოგადოების თვალში. ქალი, რომელიც მრავალ ქმარს იცვლის, ხომ უკვე ცუდი თვალით აღიქმება ზოგიერთ საზოგადოებაში? ახლა როგორ აღიქმება „რუსთავი 2“, რომელმაც ამდენი პატრონი შეიცვალა?! როგორც ჭეშმარიტებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ტელევიზია?!

სხვათა შორის, ია კიწმარიშვილიც აპირებს ბრძოლის წამოწყებას. ის ეროსის 30%-იან წილს ითხოვს და ამტკიცებს, რომ თვით სააკაშვილის სასამართლომაც დაადგინა, რომ ქიბარს და მის კომპანიაპანორამას“ 30%-იანი წილის თანხა ეროსისთვის გადახდილი არ აქვთ და ეროსის კომპანიის წილები იძულებით დაათმობინეს. ძველი მფლობელების გაცოცხლება და ამდენი მოთამაშის ჩართვა რამდენად გაართულებსრუსთავი 2“-ის საქმეს?

- გააჩნია. თუკი ია კიწმარიშვილი სტრასბურგს მიმართავს და სტრასბურგი ისევ გამოიტანს გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ყველა ოპერაცია „რუსთავი 2“-თან მიმართებითო, მაშინ გაჩერდება ყველა ოპერაცია, მაგრამ მეეჭვება, ხელმეორედ სტრასბურგმა ეს გააკეთოს. ახლა უკვე ცხადი ხდება, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელთა რიცხვი შეიძლება უსასრულოდ გაიზარდოს და ამ საქმემ კომიკური სახე მიიღოს. ამიტომ მეეჭვება, სტრასბურგი „რუსთავი 2“-ის მფლობელობის საკითხს დაუბრუნდეს. ეს საკითხი მისთვის, ავად თუ კარგად, ალბათ, მოთავებულია.

სტრასბურგში საკითხი მოთავებულია, მაგრამ ხომ არ მოელით, ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმდეს, რადგან ამჯერად მასრუსთავი 2“-ის არქივის უკანონოდ გასხვისებაში ადანაშაულებს პაატა სალია და აცხადებს, რომ გვარამია მეორე მხარის სასარგებლოდ აფორმებდა კონტრაქტებს და მიზანმიმართულად აკოტრებდა კომპანიას.

- არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ნიკა გვარამია ჩემზე არ ტოვებს მთლად უმწიკვლო ადამიანის შთაბეჭდილებას. მოხარული ვიქნები, თუ ვცდები, მაგრამ თუნდაც იმისთვის, რომ ხელისუფლება დაედანაშაულებინათ „რუსთავი 2“-ის საქმეში, შეიძლება, გვარამია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, წასულიყო „რუსთავი 2“-ის გაკოტრება-დანგრევაზე, პრინციპით, თუ ჩემი არ იქნა, მაშინ არავისი არ იყოს. შეიძლება, მას ჰქონდა კოლხი მედეას ტიპის ტრაგიკული შემართება, საკუთარ შვილებს რომ დახოცავს, არ დარჩეს მტრის ხელშიო. მე ახლა ძალიან ვაკეთილშობილებ სურათს, მაგრამ ამ შემართებაში გვარამიამ ხელიც რომ მოითბო, ესეც ფაქტია.

თუკირუსთავი 2“ არ დაიხურება და, ზაალ უდუმაშვილის თქმის არ იყოს, მის ადგილას კორპუსები არ აშენდება, მაშინ პოლიტიკურად შეიცვლება ამ არხისნიუსრუმი“, თუ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას შეინარჩუნებს? როგორც ამბობენ, „რუსთავი 2“ მიშას დროს იყო პროპაგანდის მანქანა, მაგრამ მიშას შემდგომ პერიოდში ეს ტელევიზია უკვე მედიაგარემოსთვის აუცილებელ ოპოზიციურ ნიშას იკავებდა.

- „რუსთავი 2“ არ ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკის მქონე. აუცილებელი არ არის მედიაგარემოში ოპოზიციური ნიშის დაკავება, უბრალოდ, აუცილებელია, იყოს კრიტიკული მედია და ეს ოპოზიციონრობას სულაც არ ნიშნავს. კრიტიკული შეიძლება იყო ხელისუფლების მიმართაც, ოპოზიციის მიმართაც. თუკი ასე არ მოიქცევი, უკვე პოლიტიკურ მედიას წარმოადგენ. პარტიული მედია ჩვენს საზოგადოებას სჭირდება? მაშინ 70 წელი კომუნისტებს რას ერჩოდნენ, მათ ხომ პარტიული მედია ჰქონდათ? სიმართლე არც კომუნისტებისგან ისმოდა და არც „რუსთავი 2“-იდან. მე ახლა ჩემს აზრს კი არა, მაყურებლის აზრს მოგახსენებთ, რომელსაც ნდობის ხარისხი „რუსთავი 2“-ის მიმართ დაბალი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება რჩება, რომ ქართველი მაყურებელი შესაძლოა, უფრო მეტად დემოკრატია, ვიდრე დემოკრატისთვის მებრძოლი ბევრი სუბიექტი საქართველოში იმიტომ, რომ ქართველ მაყურებელს უნდა ობიექტური და არა ოპოზიციური ტელევიზია.

 

სოციალისტი ახლა ვუყურე ტვ "პირგველზე", დინა ტრაპაიძე ჯერ გიორგი ვოლსკის ესაუბრა და ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რადგანაც ვოლსკიმ მოსვა იქ სადაც არის მისი ადგილი ანუ ნეხვში, შემდეგი მისი "სტუმარი" იყო ვინმე შოთა დიღმელაშვილი, გარეგნულად სიმპათიური ახალგაზრდა. 2-3 წუთი კი ვუყურე და ვუსმინე ამათ სჯა ბაასს, რომელმაც გამომიყვანა მდგომარეობიდან, გადამრია ქართული სახელმწიფოსადმი ასეთი მტრობა და ასეთი უნამუსო ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ყოველ დღე ვისმენ, მაგრამ მაინც ჩემს უკიდეგანო აღშფოთებას იწვევს. მერე რა თქმა უნდა გადავრთე სადღაც სხვაგან, მერე ისევ გადმოვრთე და სულ ბოლოს მივუსწარი როცა ტრაპაიძემ მადლობებით აავსო ეს დიღმელაშვილი გადაცემაში მონაწილეობისათვის! ეს იმ დროს, რომ ვოლსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს წესიერად არც კი დამშვიდობებია! ახლა ბევრს ვეღარ გავაგრძელებ, ღმერთო დიდებულო, დარწმუნებული ვარ შენი სამართალი არ დაახანებს და დალახვრავს ტვ პირველს, გააცამტვერებს და აღგვის პირისაგან მიწისა, რადგან უნამუსოთა შაბაშის არენად არის გადაქცეული!
5 წლის უკან