One Direction-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ჰარი სტაილსმა, დისნეის ახალ ფილმში - პატარა ქალთევზა, პრინცი ერიკის როლზე უარი თქვა.
როგორც ცნობილია, სტაილსი პროექტის მიმართ დადებითადაა განწყობილი, თუმცა უცნობია, რატომ თქვა მან უარი არიელის მეორე ნახევრის როლის შესრულებაზე.
ამჟამად დისნეი ახალ პრინც ერიკს ეძებს და რაც შეიძლება მალე გააჟღერებს იმ მსახიობის ვინაობას, ვინც როლზე შეირჩევა.
პოპულარული ანიმაციის ადაპტაციაში არიელის როლს ჰოლი ბეილი შეასრულებს, რომელიც ადამიანად გადაქცევაზე ოცნებობს, მის ბოროტ მტერს - ურსულას კი მელისა მაკარტი ითამაშებს. არიელის მამის, მეფე ტრიტონის როლზე ხავიერ ბარდემი განიხილება
ფილმის რეჟისორი რობ მარშალი იქნება, სცენარს კი დევიდ მეგი დაწერს. ფილმში გამოყენებული იქნება 1989 წელს გამოსული ორიგინალი ანიმაციის სიმღერები და ასევე კომპოზიციები, რომლისთვისაც მუსიკას ალან მენკენი დაწერს, ტექსტს კი ლინ-მანუელ მირანდა.
ჰარი სტაილსის სამსახიობო დებიუტი 2017 წელს, კრისტოფერ ნოლანის დანკირკში შედგა, ცოტა ხნის წინ სტაილსი ელვისის ბიოგრაფიული ფილმის კასტინგშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა როლი ოსტინ ბატლერს გადაეცა.