სექსუალურ შევიწოებაში დადანაშაულების შემდეგ სან-ფრანცისკოს ოპერამ და ფილადელფიის ორკესტრმა პლასიდო დომინგოს კონცერტები გააუქმეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ლოს-ანჯელესის ოპერაში კი აცხადებენ, რომ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებენ, ამისთვის კი ისინი სპეციალისტებს დაიქირავებენ.
დომინგო 2003 წლიდან ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორი იყო, მანამდე კი მხატვრული დირექტორის თანამდებობა ეკავა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილ საოპერო მომღერალს 9 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალების მტკიცებით, დომინგო მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა, უარის შემთხვევაში კი მათ კარიერას ხელს უშლიდა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.