ჰოლივუდელმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ დაასახელა როლი, რომლისაც ყველაზე მეტად რცხვენია. მსახიობთან ინტერვიუ New York Post-მა გამოაქვეყნა.
„ეს არის ფილმი „კაფე - დონს პლამი“, რომელზეც მხოლოდ ერთი ღამე ვიმუშავე. მეგობარმა მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. ეს ფილმი არავინ უნდა ნახოს, გამოუცდელი ვიყავი და ძალიან ცუდად ვითამაშე“, - განაცხადა დიკაპრიომ.
ფილმი „კაფე - დონს პლამი“ 1995 წელს რეჟიროსმა რ.დ. რობმა გადაიღო. სიუჟეტის თანახმად, ოთხი ახალგაზრდა კაცი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კაფეში ყოველ შაბათს ახალ გოგოს ხვდება და მათ სხვადასხვა თემებზე ესაუბრება. ფილმში დიკაპრიოს გარდა კიდევ ერთი ვარსკვლავი, ტობი მაგუაირი მონაწილეობს, რომლის სამსახიობო კარიერაც მხოლოდ მაშინ იწყებოდა.
1998 წელს „კაფე - დონს პლამის“ ჩვენება აშშ-სა და კანადაში აკრძალეს.