„ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხაზარაძეს, ალბათ, ფულის ხარჯვის უნარის დემონსტრირება დასჭირდება“

„ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხაზარაძეს, ალბათ, ფულის ხარჯვის უნარის დემონსტრირება დასჭირდება“

„თუ გინდა ძლიერი საქართველო, ღირსება დაუბრუნე ხალხს“! - ეს გიორგი ჭყონდიდელის რჩევაა დავით აღმაშენებლისადმი, რომელიც სასულიერო პირი იყო, მაგრამ ლოცვითა და ხმლით აქტიურად ერეოდა ქვეყნის სამხედრო საქმიანობაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სიტყვები პოლიტიკაში აქტიურად შემოსვლის წინ მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა და სექტემბრიდან ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა, სახელწოდებით „ღირსეული საქართველოსთვის!“

ხაზარაძის თქმით, დღეს უნდა გავერთიანდეთ, შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიმოძრაოთ მომავლისკენ. როგორც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსების დაცვა და ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა იქნება.

„სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ - ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით. ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა. ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ, ან ემონები, ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ. ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენის განმარტებით, დიდი პოტენციალი გააჩნიათ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს, პროფესიონალ ადამიანებს, ასევე, ემიგრანტებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და, სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ იმიტომ, რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, რომლსაც, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ აქვს. არც ის ვიცით, რანი გვინდა, რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა, რომ გვქონდეს? ქვეყანა, სადაც სიღარიბისა და უიმედობის პროპაგანდა მიდის? ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება? სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ?

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ასე ვერ განვვითარდებით, ვერ ავაშენებთ ძლიერ საქართველოს. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები, გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა.

მამუკა ხაზარაძის განაცხადი თავისებურად აღიქვა ჩვენმა საზოგადოებამ. ადვოკატი ირმა ჭკადუა ბიზნესმენს წარსულს შეახსენებს და მიმართავს, სანამ ღირსების დაბრუნებაზე ისაუბრებს, იქამდე თვალებში ჩახედოს მისი ბანკის მეშვეობით გაუბედურებულ ადამიანებს. დრაკონული საპროცენტო განაკვეთების გამო ამ ადამიანებმა დაკარგეს სახლები, დარჩნენ ულუკმაპუროდ და მათ შეელახათ ღირსება.

„როდესაც საუბრობთ ემიგრანტებზე, ეს ადამიანები საქართველოდან შემთხვევით თქვენი ბანკის უზარმაზარი პროცენტების სახდელად ხომ არ არიან წასულები“? - წერს ირმა ჭკადუა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა 2020 წელს რომელი პარტია იქნება წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ იცის.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს საზოგადოებაში ბანკირების მიმართ სიმპათიები ნაკლებადაა, რა პერსპექტივა ექნება მამუკა ხაზარაძის მოძრაობას „ღირსეული საქართველოსთვის“?!

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის ახალ მოძრაობას გაუჭირდება დიდი გამარჯვების მოპოვება. ანალიტიკოსის თქმით, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს პაატა ბურჭულაძის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც თავდაპირველად ძალიან დიდი რეიტინგი მოაგროვა, რადგან ხალხი მას მხარს უჭერდა, როგორც მსოფლიო ბანს, თუმცა, როგორც კი აღმოჩნდა, რომ პაატა ბურჭულაძეს ფულთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ჰქონდა, მალევე დაკარგა რეიტინგი.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ხაზარაძის შემთხვევაში ჩვენ სწორედ ფინანსურ ძლიერ ფიგურასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ყველას ექნება განცდა, რომ სწორედ მისი, ანუ უბრალო ადამიანების ფულითაა ეს კაცი გამდიდრებული. ამდენად, არ იქნება ასე მარტივი ჩვენი საზოგადოების დარწმუნება, რომ მათ ხაზარაძეს უნდა დაუჭირონ მხარი.

„მოგეხსენებათ, ივანიშვილმა ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა, როგორც ქველმოქმედმა, რომ მან საქართველოსთვის დახარჯა ამდენი და ამდენი თანხა და არა როგორც მილიარდერმა, რომელსაც ჰქონდა უამრავი თანხა. ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, ალბათ, ასეთი ხარჯვის უნარის ჩვენება დასჭირდება ხაზარაძის მხრიდან, თორემ მარტო ის, რომ ხელისუფლება არ ვარგა და უნდა შევცვალოთ, მე მგონი, საკმარისი არ იქნება“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს აინტერესებს, თუკი ფულიანი ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში ნეგატიურად აღიქმებიან, მაშინ თავის დროზე ივანიშვილი როგორ გახდა ლიდერი?! ანალიტიკოსის განმარტებით, ერთი მხრივ, თითქოს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მაინცდამაინც არ მიესალმება ბანკირებს, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოება მხარს უჭერს მათ.

„ბანკირებისადმი დამოკიდებულება საკმაოდ მძიმეა, მაგრამ, ამ შემთხვევაში მაინც მგონია, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ხაზარაძეს ნამდვილად აქვს პოტენცია იმისა, რაღაც შექმნას. ოღონდ აქ კიდევ ერთი მომენტია, ამას მარტო ხაზარაძე თუნდაც თავისი მილიონებით არ ეყოფა, მთავარია, რა გუნდი ეყოლება მას, აქ ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ გუნდზე. თუკი მას კვირიკაშვილზე აქვს ფსონი დადებული, კვირიკაშვილის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, კვირიკაშვილი ის ფიგურაა, რომელიც ნეგატივს არ შესძენს ხაზარაძის მოძრაობას, მაგრამ არც რაიმე პოზიტივს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ორი წელი იყო პრემიერ-მინისტრი, კვირკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. შესაძლოა, მას ასეთი მცდელობა მართლაც ჰქონდა, მაგრამ მცდელობა არ ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, მამუკა ხაზარაძეს სხვაგვარი გუნდი სჭირდება.

მას სჭირდება ისეთი გუნდი, რომელსაც გამოცდილებაც ექნება და, რომლის მიმართაც მოსახლეობაში ნეგატიური განწყობა არ იქნება. ისეთი გუნდი სჭირდება, რომელიც პოლიტიკურ ელფერს მისცემს ხაზარაძის მოძრაობას და მას პოლიტიკურ წონას შესძენს. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მოვიყვანთ წესიერ ხალხს, პროფესიონალებს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან პროფესიონალი შეიძლება იყოს კარგი ექიმი, მაგრამ პოლიტიკაში არ წარმოადგენდეს არაფერს. ამიტომ ხაზარაძეს პოტენციურად ამის შესაძლებლობა აქვს, შექმნას კარგი გუნდი, მაგრამ ამისთვის დიდი მუშაობა დასჭირდება.

„2011 წელს ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში შემოსვლისის არსებული რეიტინგი ნამდვილად არ არის ხაზარაძის რეიტინგის თანაზომადი. ივანიშვილი მაშინ იყო ლეგენდა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილიც კი მიხვდა, რომ პოლიტიკაში თუ უნდოდა მოსვლა, მარტო თავისი ლეგენდით ვერ მოვიდოდა, თორემ არც „რესპუბლიკელები“ ეხატებოდა გულზე, არც არავინ პოლიტიკიდან, რადგან ბოლოს სუყველა მოიშორა. უბრალოდ, საწყის ეტაპზე ისინი სჭირდებოდა, მისთვის კომფორტული არ იყო მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ მან ეს გააკეთა. მე არ ვამბობ, რომ ხაზარაძემ ივანიშვილის მსგავსად უნდა იმოქმედოს. უბრალოდ, ორგანიზაციულად ბანკები და პარტია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. პარტიის წევრი და ბანკის თანამშრომელი ასევე კატასტროფულად განსხვავდება ერთმანეთისგან. ბევრი ნიუანსია, რომელიც თითქოს არ ჩანს, მაგრამ, როგორც კი დაიწყება სტრუქტურიზება, მაშინვე გამოჩნდება. ამ პრობლემების გადაჭრასა და უპირველესად გააზრებაზეა დამოკიდებული, რა შეუძლია ხაზარაძეს“.

ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, თუ ხაზარაძე ძლიერ გუნდს შექმნის, მაშინ ჩვენი ხალხი ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას, რომ ის ბანკირია და ბანკირებისადმი დამოკიდებულება არ არის მთლად დადებითი. ეს დილემა გადაილახება. ეს არ ნიშნავს, რომ ხაზარაძეს ექნება ერთადერთი პარტია, თუმცა მას შეუძლია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებით თანაზომადი, ან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა შექმნას. ამის პოტენცია არსებობს.

trampi საქართველოში სუ რომ არც ერტი პარტია არ იყოს, ეგ მაინც ვერ გაგულავდება....უწინ ცა დედამიწას დაემხობა და მდინარე აღმა დაიწყებს დინებას, რაც მაგან საქართველოში გაიგულავოს...მაგას მარტო მედროვე, სარგებელს მომლოდინე ხალხი მიეტმასნება.....
აგერ თქვენ და აგერ კიდევ გერმანია.... ,,კრუგზე,, ამდენ სირბილში, ხალხმა ცოტა ჭკვა ისწავლა ...ბიძომ კიდევ მთლად ბოლომდე ,,გაგვანათლა,,
სხვა ბანკებიო....სახელმწიფოვო.....
სახელმწიფო ვინ იყო?? მიხო(მახმუდი მახმუდი)...ყველა ბანკი მიშასთან იყო გარიგებული ...ხალხისგან ამოდღლეზილ ფულს შუაზე იყოფდნენ...პროცენტებიც იმიტომ იყო ძალიან დიდი*(მაშ არადა მიშა მაგათ მუქთაზე აგულავებდა) ....
მიტომ იყო აღსრულებაზე ხალხს რომ წივილ--კივილით ყრიდნენ გარეთ.
აბა ბიჭო.... ისე მუქთაზე დაახმარებდა მიშა პოლიციის ატრიადებს (ნუ.... ვინც იყვნენ)... რაც მაგათ ცოდვები აქვთ ჩადენილი ....და პარტიაააა??? ხალხი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვეს და ლუკმაპურის საძებნელად გადაიხვეწებოდნენ საქართველოდან აბა რას იზამდნენ, მშივრები ხომ არ დაიხოცებოდნენ?
თქვენი იყოს, თქვენი, ეგეც და მაგის პარტიაც ... ლომის წილია საქართველოს დაქცევაში მაგათი, ლომის წილი
.ეხლააა რომ სესხის პროცენტები ცოტა დაწიეს, თორემ ადრე თვითმკვლელობა იყო ბანკში შესვლა ...
ხელშეკრულება ნებაყოფლობითიაო.......გასაგებია რომ საქველმოქმედო ორგამიზაცია არააა, მაგრამ რაღამც მიჭირს იმიტომ უნდა მომიტყნას კეთილებიიი??
2017 წელს მარტო ორმა ბანკმა(ტბს და საქართველო) დღგს გადასახადი მილიარდ ლარამდე შეიტანაო......მოგება კიდევ ოფიციალურად 160--ა60 მილიონი ჰქონდათო..(ეგ მარტო რაც ჩვენ გვითხრეს)
პატიოსანი ბანკირი............ჰმმმმ ...... ბანკირი და პატიოსანიიიი??-------ადგილები დაიკავეთ ხაზარაძის პარტიაში ჩასაწერად, ადგილები....
ეგეც რესსპუბლიკელების ,,დონის,, იქნება...........მეფულეების გარდა, მაგათ მხოლოდ დაბოღმილი და სარგებელის მომლოდინე ეს ე.წ. პროდვინუტები მიეტმასნებიან მხოლოდ .......აი ეგ არის სუ მაგათი ბაგაჟი....
,,შარშანწინდელიც კი მახსოვსოსო,,,, ეგრეა....... ყველა მაგის ,,ბიძაშვილიც,, კიდევ სიქტიმ(ბიძოც მაგათი ჯიშისააა)
5 წლის უკან
ლაზი საქართველოში ზოგდად უარყოფითი დამოკიდებულებაა მდიდარი ადამიანების მიმართ. ივანიშვილი განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მან ფული ქართველების ყვლეფით კი არ იშოვნა, არამედ სხვაგან ნაშოვნს აქ ხარჯავდა წლების განმავლობაში და იმით შექმნა თავისი ლეგენდა. ხარჯავდა და თითონ არ ჩანდა.
ხაზარაძემ თავისი მილიონები კაპიკ კაპიკ ამოუღო ჯიბიდან მოსახლეობას და ახლა ვინ დაუჯერებს რომ მათ სასარგებლოდ დახარჯავს?
ბანკირები საერთოდ პოლიტიკას ერიდებიან და სწორადაც იქცევიან. მათ იციან რომ ისინი უბრალო, რიგით ადამიანებს არ უყვართ.
როცა ადამიანი პურს ან ფეხსაცმელს ყიდულობს, მან იცის რომ ამისათვის შრომაა დახარჯული. როცა მას ფულს ასესხებენ, მან იცის რომ ეს მისნაირი მშრომელი ადამიანის ფულია, რომელიც მას სულ სხვა ვინმემ ასესხა, რომელსაც კაპიკის საღირალი არაფერი შეუქმნია, მაგრამ ამ სესხისათვის ტყავს აძრობს მას. მცირე ნაწილ ფულის რეალურ პატრონ აძლევს, დიდ წილს თითონ ითვისებს და ასე ხდება მილიონერი.
ფულის გასესხებით გამდიდრებულები არც ერთ დროში და არსად არავის არ ყვარებია.
სხვა საკითხია რეალური სამეწარმეო ბიზნესით გამდიდრებულის მოსვლა პოლიტიკაში, მაგრამ ასეთები სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში არ არსებობენ. თუ არსებობენ, მათ პოლიტიკისათვის არ სცალიათ. ისინი საქმეს აკეთებენ, პროდუქციას ქმნიან და ჯერ იმდენი ფული არ უშოვნიათ მისი დაცვისათვის პოლიტიკაში შესვლას რომ თვლიდნენ საჭიროდ. წვრილ-წვრილები კი რომელთაც თავი უკვე მდიდარი ჰგონიათ და პოლიტიკაში მიძვრებიან, ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ქმნიან. ისინი მარტივად ვინმეს ეტმასნებიან და ისე იცავენ თავის ქონებას.
აი ასეთია ჩვენი პოლიტიკისა და ბიზნესის ურთიერთობის ანატომია.
არც ხაზარაძე გაიწევდა პოლიტიკისაკენ, მის მილიონებს საფრთხე რომ არ დამუქრებოდა. თუმცა მისი პოლიტიკური აქტივობა შეიძლება, თავის გადარჩენისათვის, საკმარისიც კი აღმოჩნდეს.
5 წლის უკან