ბოლო რამდენიმე დღეა ტაბლოიდებისა და უცხოური გამოცემების განხილვის საგანი მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორსის ურთიერთობაა.
წყვილი ქორწინებიდან 7 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.
რამდენიმე საათში გავრცელდა ფოტოები, სადაც მაილი Kaitlynn Carter-ს კოცნის.
Cosmopolitan-ის გავრცელებული ინფორმაციით მაილის და ლიამის მეგობრები მათი დაშორების გამო გაკვირვებულები სულაც არ ყოფილან, რადგან წყვილის ურთიერთობაში გაუგებრობა დიდხანს გრძელდებოდა.
მაილი და ლიამი 2018 წლის 23 დეკემბერს ფარულად დაქორწინდნენ, წყვილი ქორწინებაში 7 თვეს იმყოფებოდა.